TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტყოფის N1 სკოლაში, ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში, კონკურსი გაიმართა
17-12-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი ძალადობის საწინააღმდეგო ონლაინ კვირეულის „არა ძალადობას, ძალა უფლებას“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლამ გამოაცხადა ძალადობის თემაზე კონკურსები და დაგეგმა სხვადასხვა აქტივობები, რომლის მიზანია სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენცია და უსაფრთხო გარემოს განვითარების ხელშეწყობა სკოლაში.

„კონკურსი გამოცხადდა V-XI კლასის მოსწავლეებში ( მშობლის ჩართულობით) ბულინგის თემაზე, რაც გულისხმობდა ელექტრონული ბუკლეტების/ფლაერების შექმნას 3 ძირითადი საკითის გათვალისწინებით:

  1. რა არის ბულინგი? ტერმინ „ბულინგის“ ქართული შესატყვისები;
  2. რა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი? (კიბერ, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ...);
  3. როგორ ვებრძოთ ბულინგს - რჩევები მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის.

კონკურსის შედეგები ასეთია: კონკურსში მონაწილეობა მიიღო სკოლის 49 მონაწილემ, თუმცა საკონკურსო კომისის აზრით, აღნიშნული ნამუშევრებიდან საკონკურსო პირობებს შეესაბამებოდა მხოლოდ 18 ნაშრომი. აქედან, საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 10 საუკეთესო ბუკლეტის ავტორი მოსწავლეები:

სანდრო ჯამასპაშვილი - ΙΧბ კლასი;

ნათია კანდელაკი -ΧΙა კლასი;

მაიკო ითაშვილი - ΙΧბ კლასი;

თამუნა ტაკაშვილი - VIIბ კლასი;

ლიზი ეპიტაშვილი - VIIა კლასი;

ქეთი ებილაშვილი - IXბ კლასი;

ნუცა კეჟერაშვილი - VIIა კლასი;

ანი კავთუაშვილი - IXბ კლასი;

თალიკო ბანეთიშვილი - VIIა კლასი;

რეზო ეპიტაშვილი -VIIა.

სკოლა ულოცავს მათ წარმატებას, მადლობას უხდის ყველა მონაწილე მოსწავლეს, მათ მშობლებსა და დამრიგებლებს ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში ჩართულობისთვის, ასევე საკონკურსო კომისიას გაწეული შრომისათვის. სკოლა აჯილდოვებს მონაწილე და საუკეთესო ნაშრომების ავტორ მოსწავლეებს შესაბამისი სიგელებით“-აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება