სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების შესრულება ძალიან ეფექტურია“ - ქვედა საქარას საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსაზრებას გვიზიარებენ
26-11-2020
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარას საჯარო სკოლის მასწავლებლები კომპლექსური დავალების შესახებ მოსაზრებას გვიზიარებენ.

„კომპლექსური დავალება, მართლაც, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას მოითხოვს. ასეთი დავალებების გავლენა მოსწავლეებზე ძალიან დიდია. კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპები პირდაპირ კავშირშია ამ დავალებასთნ. ვფიქრობ, ძალიან ეფექტურია კომპლექსური დავალების შესრულება მოსწავლეებისთვის. ამ დროს ბავშვი ძალიან აქტიურია, ჩართულია შემოქმედებით პროცესში და გაცილებით მეტ ცოდნა იღებს. ხდება სასწავლო მასალის გააზრება.
მოსწავლე სასწავლო მასალას უკავშირებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას . მთავარი არ არის დამახსოვრება, არამედ სიღრმისეული გააზრება. ასეთი დავალება ძალიან უწყობს ხელს დანაწევრებული ცოდნის ურთიერთდაკავშირებას, კომპლექსურად აღქმას.

სწავლისადმი დამოკიდებულება ნამდვილად შეცვალა კომპლექსურმა დავალებებმა. მოსწავლეებში გაჩნდა მეტი ინტერესი, შინაგანი მოტივაცია, სწავლა გახდა უფრო ხარისხიანი, არ ავიწყდება მოსწავლეს ნასწავლი, რადგან თავად არის შემქმნელიც, პრეზენტატორიც, პერსონაჟიც და ასე შემდეგ. აქ განმავითარებელ შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მიგვახვედრებს, რა ვერ შეძლო გუშინ ბავშვმა და რა შეუძლია დღეს. მოსწავლეებთან მუშაობა საკლასო ოთახში უფრო ეფექტიანი ხდება,ბავშვი არ არის შეზღუდული, ის თავისუფალია. ერთი დავალებიდან რამდენიმე უნარის განვითარება ხდება, მოსწავლეებს უწევთ სხვადასხვა შესაძლებლობებისა და თვისებების ჩართვა.
სწვლა-სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, კომპლექსური დავალება ამ მეთოდების გამოყენების საუკეთესო შესაძლებლობებს გვაძლევს. თუმცა მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას. მეთოდში იგულისხმება მიზნის მისაღწევი გზები. აქ უნდა გავითვალისწინოთ რესურსების გაკვეთილის თემასთან შესაბამისობა. მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც სწავლება ხდება თანამშრომლობით, ამისთვის ვიყენებთ სასწავლო და სოციალურ პროექტებს, კვლევას დაკვირვებას, პრეზენტაციას, როლურ თამაშებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც მოსწავლეებს დისტანციური სწავლების დროს კიდევ უფრო მეტ ინტერესს უღვივებს.
ამ დავალებების ძლიერი მხარე არის ისიც, რომ აერთიანებს სხვადასხვა საგანს. ვერ ვიტყვით, რომ გამარტივდა გაკვეთილის ჩატარება, დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს, მაგრამ შედეგი თვალსაჩინოა“,- აღნიშნულია პედაგოგების წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება