სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები სკოლის შენობაში რეგულაციების დაცვაზე საუბრობენ
19-11-2020
-
+


ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არა მხოლოდ დიდი ქალაქების სკოლები, რეგიონების ზოგიერთი სკოლაც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, თუმცა, საბედნიეროდ, სკოლების ნაწილი სწავლებას კვლავ საკლასო ოთხებში განაგრძობს.

რამდენად იცავენ მასწავლებლები და მოსწავლეები განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებულ რეგულაციებს? - ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლების დირექტორები არსებულ ვითარებაზე გვესაუბრებიან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის დირექტორი შუშანიკ ანანიკიანი:

„10 ნოემბრამდე სკოლაში, ჩვეულ რეჟიმში ვსწავლობდით, შემდეგ ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავედით პანდემიის გამო. შემდეგ რა როგორ იქნება, არ ვიცი“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ მაითესიანი:

„ჩვენთან ბავშვები ჩვეულ რეჟიმში დადიან სკოლაში, პანდემიას ხელი არ შეუშლია, ყველა ჯანმრთელია. სწავლების პროცესი რეკომენდაციების და რეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი სუსანნა ფიდანიანი:

„სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. მოსწავლეთა დასწრება მაქსიმალურია. პანდემიას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის და ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს რეგულაციებისა და წესების მკაცრი დაცვით“. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიანი:

„ჩვენთან ყველა მოსწავლე დადის სკოლაში, დისტანციური სწავლების საჭიროება არ გამხდარა, პანდემიას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდევან მარგარიანი:

„ჩვენს სკოლაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები მკაცრადაა დაცული და სწავლა საკლასო ოთახებში, დისტანციის დაცვით მიმდინარეობს“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ვართანიანი:

„ჩვენთან სკოლაში მიმდინარეობს სწავლა. დისტანციური სწავლების საჭიროება არ გვაქვს. 100%-იანი დასწრებაა გაკვეთილებზე. მთავარია, რომ ყველა რეკომენდაცია დაცულია: დეზობარიერი, სადიზინფექციო ხსნარები და ა.შ ყველაფერი წესრიგშია“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორი გარნიკ ტაშჩიანი:

„ჩვენს სკოლაში სწავლა მიმდინარეობას ჩვეულ რეჟიმში და უსაფრთხოებისთვის ყველა წესი დაცულია: თერმოსკრინინგი, დიზენფექცია და ა.შ. მასწავლებლები აკონტროლებენ ამას, მოსწავლეები კი უკლებლივ ყველა დადის სკოლაში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან -  ანა მეფარიშვილთან გამოთხოვება

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება