სიახლეები
სკოლები

„წარმატების ენა“ - გაეცანით ჭოგნარის, კვახჭირისა და თერჯოლის N1 საჯარო სკოლების მენტორი მასწავლებლის თამარ შანიძის სტატიას
11-11-2020
-
+


„წარმატების ენა“ - ასე ჰქვია სტატიას, რომელსაც ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის, სოფელ კვახჭირისა და თერჯოლის N1 საჯარო სკოლის გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი და განათლების დოქტორი - თამარ შანიძე გვიზიარრებს.

მასწავლებლის ნააზრებს „ეტალონი“ უცვლელად გთავაზობთ:

                                                                                             წარმატების ენა

ინდივიდის ფიქრი დაკომპლექტებულია სიტყვებით. როცა ადამიანი ცნობიერად ფიქრობს, ფიქრობს სიტყვებით, რადგან ენის გარეშე თითქმის შეუძლებელია არსებობდეს შეხედულება და აზრი ბედნიერების, წარმატების ან სიყვარულის და ა.შ. შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ სიტყვა „სიხარული“ ეს შეგრძნება არ არის, თუმცა სიხარულის შეგრძნებასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული შეხედულება ფსიქოლოგიაში და კერძოდ, ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში შემდეგნაირად შეიძლება ფორმულირდეს. მაგალითისათვის, სიტყვა „სიხარული“ სიხარულის იდენტური შეგრძნების გამომწვევი მექანიზმია, რაც ფსიქოლოგიაში „ღუზის“ სახელწოდებით ფიქსირდება. ასეთი ენობრივი ღუზები უმეტესად ძლიერი არ არის, თუმცა ისინი საინტერესო ეფექტს აჩვენებენ. აღნიშნული ფსიქოლოგიური მიდგომა საგრძნობლად შეუწყობს ხელს პედაგოგთა ცნობიერების ამაღლებას აღსაზრდელთა მიმართ პოზიტიური ტერმინოლოგიის გამოყენების საქმეში.

ამ მიმართულების ექსპერიმენტების ჩატარების საფუძველზე მიხვდებით, რომ არც თუ ისე მარტივია ენით გამოხატული გრძნობის საპირისპიროს გამოწვევა. მაგრამ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის სწორი გამოყენება და აგრეთვე ის, თუ  რომელ სიტყვას ვიყენებთ კომუნიკაციის პროცესში.

ყველა ენობრივი ფორმულირება შესაძლოა პოზიტიურად ჩამოყალიბდეს და კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდეს. როგორც მაგალითად ცნობილ მოსაზრებაში: ჭიქა შეიძლება ნახევრად სავსედ დავახასიათოთ, თუ ჭიქის შიგთავსის ნახევარი წყლითაა სავსე და არ ვთქვათ რომ შიგა ნახევრად ცარიელია, რაც უმეტესად ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

ზოგადად სიტყვები იწვევენ ასოციაციებს, კერძოდ, ერთის მხრივ პოზიტიურ ასოციაციებს, რომლებიც მიზნის შიგნით მოქმედებენ და მისკენ მიისწრაფვიან, ამისდა გათვალისწინებით მიზნის მოტივაციას ამყარებენ. მეორეს მხრივ ქმნიან ნეგატიურ ასოციაციებს, რომლებიც გაქცევისა და თავდაცვისთვის მოტივაციას აძლიერებენ.

ნებისმიერი მიზნებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მიზნის მოტივაცია. პოზიტიურ მიზნებზე ორიენტირება შესაძლებელია ენობრივ არსენალში ცვლილებების შეტანით, რადგან სიტყვა ცნობიერი ფიქრის უმნიშვნელოვანესი ფორმაა.

თანამედროვე მიდგომებითა და ფსიქოლოგიური თხზულებების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ აზრის ნეგატიური ფორმულირება შესაძლებელია უმეტესად პოზიტიურით შეიცვალოს და აზრების პოზიტიური ფორმულირებები უფრო მამოტივირებელი სიტყვებით ჩანაცვლდეს.

არსებითი მნიშვნელობა აქვს პიროვნული მოსაზრებების ნეგატიური ფორმულირებისთვის პოზიტიური ვარიანტის პოვნას. მაგალითისთვის:

 

აზრთა ნეგატიური ფორმულირება

აზრთა პოზიტიური ფორმულირება

გადატვირთული

ძალიან დაკავებული

სულელი

ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი

დეპრესიაშია

ჯერ ბედნიერიად ვერ გრძნობს თავს

რაიმეს შოვნა

რაიმეთი დაინტერესება

 

თუმცა შესაძლებელია აზრის გაძლიერებული მნიშვნელობით გადმოცემა.

აზრთა პოზიტიური ფორმულირება

აზრთა გაძლიერებული მნიშვნელობებით ფორმულირება

დაინტერესებული

აღფრთოვანებული, გატაცებული

სასიამოვნო

განსაცვიფრებელი

სავსებით კარგი

საუკეთესო

აქტიური

ენერგიული

მოტივირებული

შთაგონებული

 

ფსიქოლოგიაში დადგენილია, რომ იქამდე, ვიდრე ადამიანები პოზიტიურ სიტყვებს იყენებენ, უმარტივდებათ პოზიტიური გრძნობების გაღვიძება–გამოწვევა დადებითი ხასიათის ურთიერთობების წარმართვა. ამდენად, ისინი ადამიანებს უფრო მოტივირებულს ხდიან და მარტივად უახლოვდებიან სასურველ მიზანს.

მეთოდი, ყველაფერს პოზიტიურად ხედავდე, ცნობილია ,,პოზიტიური აზროვნების“ სახელით. როცა ადამიანს სურს ყველა თავისი ნეგატიური სიტყვა პოზიტიურით შეცვალოს, უპირველეს ყოვლისა, ამისთვის მოტივირებული უნდა იყოს, გარემო და სიტუაცია ხელს უწყობდეს და კარგად გრძნობდეს თავს.

თუმცა ,,პოზიტიურ აზროვნების“ მეთოდს თავისი უარყოფითი მახასიათებელიც აქვს. თუ ადამიანი იმდენს შეძლებს, რომ თავისი აზროვნებიდან ყველა ნეგატიურ სიტყვას განდევნის, მაშინ მეორე უკიდურესობაში შეიძლება აღმოჩნდეს და მისი  დამოკიდებულებები საგნებისა და მოვლენების მიმართ აკვიატებულობად იქცეს. როცა ჩვენს აზროვნებაში სრულად ყველა სიტყვიერი გამოსახულება პოზიტიურია, ფაქტობრივი ნიშნით რეალურად პოზიტიური არაფერია. ადამიანურ სულიერ ყოფას ცხოვრებისთვის აუცილებლობით ესაჭიროება  მეტად პოზიტიური და მცირედ ნეგატიური აზროვნების ელემენტების კონტრასტი. დიდებულად დახატული წითელი ვარდი წითელ ფონზე უბრალოდ ერთგვაროვან წითელ ზედაპირს მოგვცემს, ფერთა პალიტრის გარეშე, ესეც ასეა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ ყოველთვის ყველა საქმეში და უპირველეს ყოვლისა, ყველა ადამიანში კარგის დანახვას, რომლის შესახებაც ცნობილი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნოდარ დუმბაძე წერს: ,,ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო, ადამიანს როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხით უმზირო, რომლიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება.” (დუმბაძე, ნოდარ ,,თეთრი ბაირაღები“, თბილისი, 1973), თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანია ადამიანის თვალთახედვიდან არ გაქრეს რაიმე მოვლენასთან ან ინდივიდთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, ჩავარდნები და შეცდომები. გადაჭარბებული პოზიტიური აზროვნება ამცირებს რაციონალური აზროვნების ხარისხს.  თუ აზროვნებენ მუდამ პოზიტიურად, ეს ნიშნავს, რომ  ყველაფერი ყოველთვის დიდებულია, ფანტასტიური, მხიარული და აღმაფრთოვანებელი. სინამდვილეში კავშირი წარმოდგენილ და აღსაქმელ სამყაროს შორის ბევრად დიდია და იმდენად დიდი, რომ ყოველგვარ რეალობას წყდება.

როცა ადამიანი რაიმე სიახლის წინაშე დგას და მისთვის არსებული გამოწვევა სირთულესთან ან მამოტივირებელ ფაქტორთან ასოცირდება. თუ მას ადამიანი ,,სირთულეს უწოდებს“ სიახლესთან შეჭიდება პრობლემად უყალიბდება, ხოლო თუ ამ სიახლეს ,,გამოწვევად“ შეაფასებს, მაშინ მისთვის ეს სიახლე მამოტივირებელ, დამაინტერესებელ ამოცანად იქცევა, რომლის  მოგვარება ადამიანისთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში ,,პოზიტიური აზროვნება“ საგრძნობლად გვეხმარება სირთულეთა დაძლევასა და დადებითი ემოციური ფონის შენარჩუნებაში. ,,პოზიტიური აზროვნების“ მეთოდის წარმატებული გამოყენებისა და წარმატების მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობის გამომუშავება. წარმატების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია თვითდაჯარებულობა, რაც გულისხმობს პიროვნების მიღმა მცირე დოზით შინაგან კონფლიქტს, სწრაფად გადაწყვეტილების მიღებისა და კრიტიკის შემთხვევაში წონასწორობის შენარჩუნების უნარს, რომლებიც შესაძლოა ისეთ პიროვნებებსაც ახასიათებდეს, რომლებსაც თავი სულ მართალი ჰქონიათ. მაგრამ თვითდაჯერებულობას, თავისი დადებითი და უარყოფითით პოზიტიურ, ნამდვილად სასურველ რესურს, თავდაჯერებულობამდე ორი ნიაუნსი აკლია.

  • საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა –საკუთარი პერსონის, მისი ძალების, სისუსტეებისა და შესაძლებლობების მიმართ პატივისცემა.
  • თვითშეფასება – საკუთარი თავის მნიშვნელობისა და ღირებულების შეგრძნება.

როცა არსებობს საკუთარი თავის პატივისცემა და თვითშეფასება, ასეთ შემთხვევაში თვითრწმენა / თვითდაჯარებულობასთან ერთად რეალიზდება თავდაჯერებულობა.  საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და თვითშეფასების არ არსებობა თავდაჯერებულობას საგრძნობლად ასუსტებს.

რა შეუძლია თავდაჯერებულობას და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? ის, ვისაც თავდაჯერებულობა შეუძლია, ეყრდნობა საკუთარ თავს, უფრო ბედნიერია და თავისი ცხოვრებით კმაყოფილი, წლების შემდეგ არ უჩივის სტაგნაციას. ამდენად, თავდაჯერებულობა საკმაოდ ნათლად უწყობს ხელს წარმატებებსა დ მიზნების სისრულეში მოყვანას.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც თავდაჯერებულობას, თვითდაჯერებულობას, საკუთარი თავის პატივისცემას და შეფასების ნაკლებობას უჩივიან, დარწმუნებულნი ვერ არიან იმაში, რომ ისინი რეალურად ხედავენ მის წინაშე ყოველგვარ გამოწვევას. და ადამიანები, რომელთაც თვითდაჯერებულობის რომელიმე ნიუანსის ნაკლებობა აქვთ ისინი თავიანთი შესაძლებლობების ამსახველ სურათს თავიანთ მენტალურ რუკაზე მცირე მასშტაბებით, რეალობასთან ნაკლები სიახლოვით გამოსახავენ, რაც რეალობას არ შეესაბამება. ასეთი არასრულფასოვანი წარმოდგენების არსებობას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

  • შემზღუდავი წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე, რასაც შეესაბამება ინგლისური ტემინი Limiting Beliefs, არასრულფასოვნების განცდა.
  • დაუძლეველი შინაგანი კონფლიქტები, რომლებიც პიროვნების ქვეცნობიერშია დალექილი.
  • ადამიანის პიროვნების შიგნით არსებული ,,შინაგანი კრიტიკოსი“, რომლის ფუნქციაა რომელიმე გამოწვევის ჩახშობა. ის თავისი არსით წარმოადგენს ,,ალტერ ეგოს“, მაღალზნეობრივი მოთხოვნების შეუსაბამო ქცევის აღკვეთის უნარს.
  • პოზიტიური გამოცდილებების არსებობის ნაკლებობა.

ამდენად, არსებითია თვითდაჯარებულობისათვის  ადამიანის წარმოდგენების სტიმულირება, მათი მენტალურ რუკაზე სწორი ტრანსფერისთვის. არასწორად შექმნილი სურათი მენტალურ რუკაზე წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე პრობლემებად და დაუძლეველ ბარიერებად ვლინდება, რაც ცნობიერ დონეზე გაანალიზების გზით დაძლევადი და მოგვარებადია. თუ მსგავსი უნარი აღსაზრდელებში ადრეულ ასაკში ფორმირდება, ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად იქცევიან, დაეუფლებიან სოციალურ უნარებს და  მივიღებთ ჯანსაღად მოაზროვნე თაობებს.

რეზიუმე

სტატია, სათაურით, ,,წარმატების ენა„  წარმოდგენს უცხოური გამოცდილებისა და ქართული ფსიქოლოგიური თხზულებების ანალიზს. სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც ფსიქოლოგიის, ასევე პედაგოგიკის სფეროში მოღვაწე პირებს. სამეცნიერო ნაშრომი იძლევა მინიშნებებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, მათი გააქტიურებისა და წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებათა ეფექტურად დაძლევის შესახებ, რომელიც პედაგოგებსა და საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესწავლით დაინტერესებულ პირებს საინტერესო მინიშნებებს მისცემთ დაძლიონ შიში და აღიჭურვონ თვითდაჯერებულობის უნარით.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჯანაშია, ნ., იმედაძე ნ.,გორგოძე ს., განვითარებისა და სწავლების თეორიები. მასწავლებლის პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი, 2011
  2. დუმბაძე, ნ., თეთრი ბაირაღები. თბილისი, 1973
  3. დაღელიშვილი, ნ., ქალი და ბიზნესი/საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია; /მე-2 გამოცემა / – 2010.
  4. Long, A., Schweppe, R., Praxisbuch NLP, Die eigene Kräfte aktivieren und sich auf Erfolg programmieren. Südwest-Verlag, 2013

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდება - 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა პირველკლასელთა წარმოდგენა -  „ანბანის გაცილება“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძვანელი 2009 წლიდან თამარ ივარდავა გახლავთ
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარებლობა
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება