TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი მოვალეობა ორი რამეა: ვიყო კარგი ადამიანი და მივიღო განათლება“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ბაზერაშვილის ნააზრევი
10-11-2020
-
+


„ბარბარე და მისნაირად მოაზროვნე თაობა იქნება გონებრივად ყველაზე თავისუფალი და, დარწმუნებული ვარ, შექმნის ძალიან, ძალიან ლამაზ სამყაროს“ - ასე აფასებს სკოლის პედაგოგი ია ბრეგვაძე თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-5 კლასის  მოსწავლეს ბარბარე ბაზერაშვილს.

პედაგოგის შეფასებას მოსწავლე გამოეხმაურა. გაეცანით ბარბარე ბაზერაშვილის ვრცელ ჩანაწერს:

„წავიკითხე საკმაოდ ვრცელი სტატია და სიმართლე გითხრათ, ვეთანხმები. ის წერია, რაც დედასგან სულ მესმის.

საჭიროა პატარაობიდანვე ახსნა და ყველაფრის გასაგებ ენაზე მიწოდება. ვეთანხმები სტატიას. დედაც ხშირად მეუბნება, რომ ყველას თავისი ხასიათი და პრობლემა აქვს. ბავშვსაც, მშობელსაც და მასწავლებლებსაც, რომ უნდა ვიპოვოთ ურთიერთობებში ოქროს შუალედი, რომ გამოვხატო ჩემი აზრი კორექტულად! მერე რა, რომ მასწავლებელია? ისიც შეიძლება შეცდეს! უბრალოდ ზრდილობის ფარგლებში უნდა იყოს ყველაფერი.

მე ვიცი, რომ არავინ უნდა დავჩაგრო, თავი არავის დავაჩაგვრინო და თუ შემეძლება, დაჩაგრულს მივეშველო - ეს დევიზი მესმის 3 წლიდან...

მეგობრობა და ადამიანობა ქულაზე მაღლა დგას!...

არასდროს არ უნდა დავაბეზღო ვინმე, თუნდაც ამით მე გავმართლდე!..

მე დავდიოდი 2 წელი ბასტი-ბუბუს სტუდიაში, 1 წელი ბაღში, 1 წელი ცურვაზე, 7 თვე ხატვაზე...ვაგრძელებ მუსიკას და მინდა ცეკვაზეც დავბრუნდე 2.6 ვიარე და კორონამ შემიშალა ხელი. ბევრნაირ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა.

არსებობს 3 ჯადოსნური სიტყვა: „გმადლობ“ , „ბოდიში“ , „თუ შეიძლება“ და რაც მეტად გამოვიყენებთ ამ სიტყვებს, უკეთესი იქნება ურთიერთობები.

8 აპრილს გავხდი 8 წლის. ოქროს დაბადების დღე მქონდა (მერე ფოტოებს გაჩვენებთ). ბასტი-ბუბუ, ნათესავები, მთელი კლასი და ინა. მშობლებიანად ვინც კი მოახერხა მოსვლა გასართობ ცენტრში ვიყავით ულამაზესი ტორტით, კაბით, ქოშებით, ვარცხნილობით. ლიმუზინით მივედი მამასთან ერთად. ამას ველოდი 5 წლიდან და სულ მესმოდა, თუ დაიმსახურებ შენი სწავლით და ქცევითო და დავიმსახურე.

ჩემი მოვალეობა კი მხოლოდ ორი რამეა: ვიყო კარგი ადამიანი და მივიღო განათლება. დედა იტყვის ხოლმე, იმდენი მაინც უნდა ისწავლო, შვილს მიეხმაროვო და მე ჯერ არცერთ საგანში არ ვემზადები ბევრი ჩემი თანატოლისგან განსხვავებით...

იმასაც მეუბნება, რომ არ ვართ ვუნდერკინდები და ვერ მოთხოვ ადამიანს ყველა საგანი ერთნაირად ესმოდეს, რადგან რაც არ გესმის, არც გიყვარს. თუმცა პატივი უნდა სცე მასწავლებელს და დავალებასთან ერთად მოსმენის კულტურა გქონდეს მის გაკვეთილზე. განათლება ხომ ჩემთვისაა ანუ ცოდნაა ის, რასაც ვერავინ წაგართმევს და რამდენსაც არ უნდა გავუყოთ, ჩვენ არ გვაკლდება...

ჰოდა ვეთანხმები სტატიის ავტორს. მეც მეზარება დილით გაღვიძება. ზოგჯერ იქნებ მოსმენაც არ მინდა. დავალების ჩანიშვნა იშვიათად, მაგრამ დამვიწყებია, სასკოლო ნივთიც, ყოფილა ასეთი შემთხვევა (ერთხელ ჩანთა დაგვრჩა. მაღაზიაში „სელპაკი“ რომ ვერ ჩავდე, მაშინ მივხვდით, რომ მხარზე არ ჰქონდა დედას), მაგრამ დედა მაგრად მიდგას გვერდში. მეოთხედ საქმეს მიკეთებს (106-ე აქვს დამთავრებული და მერე თეატრალური უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი. კინომცოდნეობა). არ მახსოვს რამეზე დაეწუწუნოს, რაც სკოლას ეხება. განა არ იღლება?! სკოლის პარალელურად ამდენი წრე ისე ჰქონდა დალაგებული საათები, რომ სწავლას არ შეშლოდა ხელი.

იცით, რა განახორციელა? ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მეორე კლასში ვიყავით, კვირაში ერთხელ თითო კლასელი მიგვყავდა სკოლიდან. ერთად ვსადილობდით. ერთად ვთამაშობდით და ვმეცადინეობდით. ასე მყავდა 27 ბავშვი სტუმრად.

ვაიმეეე, რამდენი მომიწერიაა...მთავარი დასკვნა ისაა, რომ ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ ადამიანობა. მხოლოდ განათლება არ შველის ამას. ოჯახი. რწმენა. მეგობრები. გარემო. ყველაფერი მოქმედებს... სკოლაშიც ჯერ სიყვარული და პატივისცემა უნდა სუფევდეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და ამის მერე საგანი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება