სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოხალისე“ - ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზატორია
28-09-2020
-
+


რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა მნიშვნელოვანი პროექტის „მოხალისე“ ორგანიზატორია.

პროექტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინე ფორჩხიძე (2019 წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებელის კონკურსის გამარჯვებული საქართველოში და 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი).

მოხალისე - ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, უფასოდ დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, მათ შორის განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, სსსმ და შშმ მოსწავლეებს, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს, ობოლ და მიუსაფარ და ასევე ემიგრანტ ქართველ ბავშვებს სხვადასხვა საგნის ათვისებაში, სკოლის გაკვეთილების შემდგომ დამატებითი მუშაობის პრინციპით.

პროექტი მიზნად ისახავს, უფასოდ დაეხმაროს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რათა მოემზადნონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და ჩააბარონ უნივერსიტეტში. პროექტი მიმდინარეობს სასწავლო წლის განმავლობაში და ასევე არდადეგებზე. კურსები ტარდება როგორც დისტანციურად, ასევე პირისპირ შეხვედრებით. 

პროექტში ჩართული არიან საქართველოში მომუშავე მოქმედი მასწავლებელები სხვადასხვა რეგიონებიდან.

პროექტი შანსს აძლევს მაძიებელ მასწავლებლებს მოქმედ მასწავლებლებთან ერთად გაიარონ პრაქტიკა და თავადაც გახდნენ მოხალისე მასწავლებლები.

პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებიდან, რათა მოხდეს უცხო ენების ათვისების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ტარდება უფასო ტრენინგები მასწავლებლებისთვის და ხდება გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. პროექტს აქვს მოხალისე მშობელთა და ელჩ მოსწავლეთა კლუბი, რომლებიც თავიანთ შვილებს და უმცროსკლასელებს ეხმარებიან წიგნიერების განვითარებაში.

პროექტი დაიწყო 2020 წლის ივნისში. ამ ეტაპისთვის პროექტს აქვს საზაფხულო სკოლების 16 დასრულებული კურსი. ახლი პროგრამები გამოცხადდება რამდენიმე დღეში და სწავლა განახლდება 1 ოქტომბრიდან.

პროექტში გაწევრიანებულია 13 ქვეყნის 80 მასწავლებელი, მათ შორის 25 უცხოელი პედაგოგი და უცხოელი ტრენერები. პროექტის ყველა კურსი და ტრენინგი უფასოა.

2020 წლის საზაფხულო აქტივობების ნახვა და ყველა დამატებითი მასალა შეგიძლია იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

იხილეთ ბმული 1
იხილეთ ბმული 2


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე

უნივერისტეტებს ექნებათ საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება - მინისტრი უმაღლესების დაფინასნების ახალი მოდელის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

„წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

სკოლები

მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ქართული სიტყვის სილამაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება