| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც აქცენტი კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების წყაროებს, ინფორმაციის სანდოობასა და ინტერნეტის გამოყენებას უკავშირდება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 42% ინფორმაციას სოციალური ქსელიდან იღებდა, 22 კი ინტერნეტიდან. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ როგორც ინტერნეტის, ისე სოციალური ქსელების ძირითადი მომხმარებლები 18-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან. გამოკითხული პირებიდან, რომლებიც 55 წელზე მეტის არიან ინტერნეტს მხოლოდ 9% იყენებს, ხოლო სოციალურ ქსელს 18%.
რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარების დონეს, NDI-ს კვლევით, ქალაქთან შედარებით სოფელში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. სოფელში მცხოვრებ გამოკითხულთა 34% საერთოდ არ მოიხმარს ინტერნეტს, თბილისში კი აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 11%-ს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, ისიც რომ ინტერნეტს 18-დან 34 წლამდე ასაკის მხოლოდ 2% საერთოდ არ მოიხმარს. ხოლო 55 ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეებში აღნიშნული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, ისიც რომ კვლევის მიხედვით გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 10% პასუხობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით კი ეს შეხედულება პირდაპირაა დაკავშირებული განათლების დონესთან.
როგორც ორგანიზაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგებში ვკითხულობთ, მოსაზრება, რომ 5G დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან განათლების დაბალი საფეხურის მქონე ადამიანებსა და სოფლად მაცხოვრებლებში გვხვდება. 
აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა