სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ გამოცდაზე ვერ ავიღეთ 10 კრედიტი, რასაც ავიღებთ შეგვინახონ და შემდეგ გამოცდაზე დაგვაგროვებინონ“ - მაძიებლების მოთხოვნა
28-07-2020
-
+


მაძიებელი მასწავლებლები მასწავლებლის სახლს მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ გამოცდაზე 7 კრედიტის შესაბამის ქულის დაგროვების შემთხვევაში, ქულა შეენახოთ და შემდეგ გამოცდაზე 10 კრედიტამდე დააგროვონ. მოთხოვნას მაძიებელი პედაგოგების დიდი ნაწილი ემხრობა, თუმცა ზოგი არ იზიარებს ამ იდეას.

„მინდა განცხადება დავწეროთ მინისტრის სახელზე. თუ მოხდა ისე, რომ ამ გამოცდაზე ვერ ავიღეთ 10 კრედიტი, რასაც ავიღებთ შეგვინახონ და შემდეგ გამოცდაზე დაგვაგროვებინონ. მე წინა გამოცდაზე 40 ქულა ავიღე და დამეკარგა, ამიტომ ვამბობ.

ბევრგან დავრეკე და ბოლოს ასეთი პასუხი მივიღე, რომ უნდა დაიწეროს წერილი ბატონი ბერიკა შუკაკიძის სახელზე და იქნებ გაგვიკეთონ სიკეთე და ვინც მიიღებს 10 კრედიტიდან 7 კრედიტსა და მეტს, მოგვცენ საშუალება შემდეგ გამოცდაზე დაგროვების. მარტო ერთი ადამიანის წერილი არაფერს იზამს“, - წერს მაძიებელი მასწავლებელი.

თანხმობის ნიშნად მაძიებელი პედაგოგები კითხვარს ავსებენ, სადაც საკუთარ მონაცემებს, დასაქმების ადგილსა და მოთხოვნას წერენ. ქულების შენახვის იდეამ პროტესტიც გამოიწვია:

„ეგრე თუ ყოველი გამოცდიის ქულა შეინახა და ერთმანეთს მიემატა, მაშინ უკლებლივ ყველა უფროსი იქნება...“

„თქვენმა მოსწავლეებმა არ გაიგონ მინისტრის სახელზე წერილი, რომ უნდა დაწეროთ ამ მოთხოვნით. სირცხვილია“

„ისე აბიტურიენტებმაც მოაწერონ ხელი და შეაგროვებინონ ქულები, მადლია, მე მაპატიეთ, მაგრამ სულ არ გრცხვენიათ?“

„რამდენი ყოფილხართ ამ მოთხოვნით?! რას ედრებით ამ თითო კრედიტით სტატუსშენარჩუნებულ მასწავლებლებს?! სკოლას სჭირდება პროფესიონალი და კომპეტენტური კადრი და მინიმუმ, საგანი უნდა იცოდეს მასწავლებელმა. აი, ქართულში რომელი ნაწილი გეძნელებათ ასე ძალიან? სირცხვილია თითო ქულის ღრიტინი!“

„ჩვენ, ვინც პირველივე ცდაზე 10 კრედიტით დავადასტურეთ კომპეტენცია, რატომ უნდა შეენახოს და დაუჯამდეს 1,4,ან 7 კრედიტი საკუთარ საგანში მასწავლებელს, არ მეთანხმებით, რომ ჩვენს მიმართ უსამართლობა იქნება? რატომ ვერ უნდა აიღოთ საკუთარ საგანში 10 კრედიტი არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ. როდესაც მე, ტრენერის და ყველანაირი ტრენინგის გარეშე, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოს გარეშე პირველი ცდით ჩავაბარე რუსული ენა 10 კრედიტზე... კიდევ განვმეორდები, რატომ უნდა დაგიჯამდეთ თქვენ??“ - წერენ მოწინააღმდეგეები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება