TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე?
09-06-2020
-
+


აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული რეკომენდაციის მიხედვით, თუ გამოცდის წინა დღეებში აბიტურიენტს ტემპერატურა ექნება, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, გაიაროს კონსულტაცია და ჩაიტაროს ტესტი. 

ტესტის ჩატარება აბიტურიენტისთვის უფასო იქნება. 

იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს გამოცდის დღეს დაუფიქსირდება 37 გრადუსი, ცენტრი მას სიცხეს მეორედ 15 წუთში ვერცხლისწყლის თერმომეტრით გაუზომავს. 

ამასთან, თუ აბიტურიენტს 37-37.4 ტემპერატურასთან ერთად რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, აპლიკანტი ცალკე სარეზერვო ოთახში, დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან განთავსდება ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. 

რეკომენდაციის მიხედვით ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა სასურველია მომდევნო გამოცდამდე PCR ტესტი გაიკეთოს.

გამოცდაზე არ დაიშვებიან აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ექნებათ ტემპერატურა და დამატებით სხვა რესპირატორული სიმპტომები მათ შორის სუნთქვის გაძნელება.

აღნიშნულ შემთხვევებზე საუბრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძეც. 

„არ დაიშვება გამოცდაზე ის აბიტურიენტი, ვისაც ექნება სიმპტომები, მაგრამ ტესტირება არ ექნება ჩატარებული. ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა იყოს ლაბორატორიულად გამოკვლეული. თუ აბიტურიენტს აქვს მომატებული ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და მისი რჩევით იქნება გამოკვლეული და ასეთი ადამიანი იქნება რეფერირებული პისიარ კვლევაზე და მათ შემდეგ ჩაუტარდებათ გამოცდები. ყველა შესაძლო რისკი უნდა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოცდები ჩატარდეს ისე, რომ არ წარმოიშვას რისკი ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისა“,- განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. სამაგისტრო გამოცდები კი 1 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში უნდა იყოს დაცული.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეროვნული გამოცდებზე კონდიციონერები ჩართული არ იქნება - „აბიტურიენტებმა საწერი კალამი თავისი უნდა მოიტანონ“

ეროვნული გამოცდების სესიების და დღეების რაოდენობა გაიზარდა - გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

აბიტურიენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ გამოცდის ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ

„ტექსტის ავტორები შეეცდებიან ბოლო სემესტრის მასალის ინფორმაციული ცოდნა არ იყოს აუცილებელი“ - რა იცვლება ეროვნულ გამოცდებზე?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება