თერჯოლის მუნიციპალიტეტში უცხო ენის მასწავლებელთა მუნიციპალური მეთოდური კონფერენცია გაიმართა
2026 წლის 1 ნოემბერს, გერმანული ენის მენტორი მასწავლებლისა და განათლების აკადემიური დოქტორის, თამარ შანიძის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის უცხო ენის მასწავლებელთათვის მუნიციპალური მეთოდური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომების პოპულარიზაციას.
კონფერენციის ორგანიზატორის, თამარ შანიძის ინიციატივით, შეხვედრა იქცა პროფესიული დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის სივრცედ, სადაც სხვადასხვა ენის მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოეჩინათ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა, გაეზიარებინათ წარმატებული გამოცდილება და გაცნობოდნენ კოლეგების მიერ გამოყენებულ სწავლების ეფექტიან მეთოდებს.
კონფერენციის მოწვეული სტუმარი გახლდათ მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი, ინგლისური ენის ექსპერტი ქალბატონი მეგი მეცხვარიშვილი. იგი მონაწილეებს ესაუბრა სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და პროფესიული თანამშრომლობის ღირებულებებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე შესაძლებლობებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის ინგლისური, გერმანული და რუსული ენების მასწავლებლებმა:
ნინო ფერაძე — სსიპ ბადრი ბასილაძის სახელობის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის
ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი.
თემა: „A Traditional Christmas Song in England, Germany and Georgia“.
ლალი ამბროლაძე — სსიპ ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის. 
ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი.
თემა: „წესებიდან რეალურ კომუნიკაციამდე“.
ნათია გიორგაძე — სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 
სოფელ თუზის საჯარო სკოლის (III კორპუსი) უფროსი მასწავლებელი.
თემა: „პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება“.
მაია გოგბერაშვილი — სსიპ ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის
გერმანული ენის უფროსი მასწავლებელი.
თემა: „ლექსიკის სწავლების ასპექტები უცხო ენის გაკვეთილზე“.
მაკა ლიკლიკაძე — სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი.
თემა: „მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების ეფექტურობა
დაწყებით საფეხურზე“.
ირინე ბუხაიძე — სსიპ ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის
რუსული ენის უფროსი მასწავლებელი.
თემა: „პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება“.
თამარ შანიძე — სსიპ ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის,
სსიპ ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლისა და სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლების
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი, განათლების აკადემიური დოქტორი.
თემა: „დიალოგი, როგორც ცოდნის შეჯამების მეთოდი“
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მრავალფეროვანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული იყო. მონაწილეებმა ისაუბრეს უცხო ენის სწავლების ეფექტიან სტრატეგიებზე, კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებაზე, ლექსიკის სწავლების თავისებურებებზე, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენებასა და პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორის, თამარ შანიძის მიზანი იყო არა მხოლოდ კოლეგებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის შექმნა, არამედ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის პროფესიული კავშირების გაძლიერება და ისეთი თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს განვითარებას.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უწყვეტი პროცესია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი კოლეგიალური თანამშრომლობა, ურთიერთსწავლა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებაა.
კონფერენციის ორგანიზატორი, თამარ შანიძე, მადლობას უხდის მოწვეულ სტუმარსა და თითოეულ მონაწილე პედაგოგს აქტიური ჩართულობისთვის, საინტერესო მოხსენებებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის. იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის მომავალ პროფესიულ თანამშრომლობასა და მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში.