TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი პროგრამა 150 საჯარო სკოლაში დაინერგება - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
03-11-2026
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობით პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“ განხორციელდება. მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ხუციშვილმა განმარტა, რომ პროგრამა 150-მდე სკოლას შეეხება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მიზანია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.

პროგრამის განხორციელების პროცესის მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, „სილქ ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „თიბისი ბანკმა“, „ბაზისბანკმა“, „მიკრობანკმა კრისტალმა“ და „მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველომ“.

ხელმოწერის ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებმა შეაჯამეს ფინანსური განათლების მიმართულებით ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის, რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით მიღწეული შედეგები. გაიმართა პანელური დისკუსიები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა წარადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით შექმნილი პროგრამა — „ფინანსური განათლების ავტობუსი“.

პროგრამის ფარგლებში, ინტერაქციული აქტივობებისა და პრაქტიკული დავალებების გზით, მოსწავლეები გაეცნობიან ფინანსების მართვის ეფექტურ სტარტეგიებს, ბიუჯეტის დაგეგმვის, რესურსების დაზოგვის და ფინანსური რისკებისგან თავდაცვის მეთოდებს.

პროგრამა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელებს, ხელს შეუწყობს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ქალაქისა და სოფლის სკოლებში, მათ შორის მაღალმთიან და საზღვრისპირა დასახლებებში. ზაფხულის პერიოდში ასევე დაგეგმილია ფინანსური წიგნიერების სასკოლო პროექტების ფესტივალების გამართვა ხუთ რეგიონში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება