| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებილისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართველი საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მოსწავლეები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, შემდეგ კი შეასრულეს სახალისო ტესტები და მწერლის ცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ხალისით გასცეს პასუხი. ასევე პატარებმა წერილები მისწერეს საყვარელ მწერალს, გააფერადეს მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები და, რაც ყველაზე საინტერესო იყო, „აამეტყველეს იაკობი“. ამ შემოქმედებითი აქტივობით ბავშვებმა გააცოცხლეს მწერლის სახე და მისი სათქმელი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული აქტივობა მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებასთან ერთად აღმოჩნდა შემოქმედებითი თვითგამოხატვის, წარმოსახვისა და ქართული ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავების შესაძლებლობა.
„იაკობ გოგებაშვილის სიტყვა და საქმე დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს ახალი თაობის გულებში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს დიდი წინაპრის დანატოვარზე ზრდიან.
იხილეთ ვიდეომასალა:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა