მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. სამაგისტრო გამოცდები კი 1 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნულ გამოცდებზე გასათვალისწინებელ წესებსა და რეკომენდაციებზე ინფორმაციას ავრცელებს. წესების დაცვა ევალებათ როგორც აბიტურიენტებს, ასევე ცენტრის პერსონალს.
გაეცანით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგამოცდო ცენტრებში დაწესებულ რეკომენდაციებს:
ძირითადი რეკომენდაციები:
o გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაიცავით წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც უნდა უზრუნველყოთ:
გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით:
o ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მეთვალყურეთა და აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში იმოქმედეთ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად (იხ. თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები). მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
o მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
o რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის გამოყავით სარეზერვო სექტორი;
o ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);
o განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის - ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში;
o ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;
o უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისათვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
o მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;
o სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
o სამუშაო ადგილებზე დადგით ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
o გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
o გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით;
o სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
o თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია 60-70 %-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს (მაგ., ხელის სანიტაიზერი, რომელიც სპირტის გარდა გლიცერინს შეიცავს, ამ მიზნისათვის არ გამოდგება);
o გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები (გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა) საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით (საყურადღებოა, რომ პერსონალმა ნიღაბი უნდა გამოიცვალოს და ხელები დაიმუშაოს შესაბამისი პერიოდულობით ).
საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:
o სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;
o სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;
o მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.
მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:
o უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
o გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:
უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:
o ყოველი სესიის დასრულების შემდეგ მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).
საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:
o ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.
საგამოცდო ცენტრის დალაგება:
o საგამოცდო ცენტრი დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;
o გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
o სესიის დაწყების წინ საგამოცდო ცენტრი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
o დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
o მაგიდების გამჭვირვალე ბარიერები და სხვა მცირე ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარში (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი ხსნარი) დასველებული ჩვრით ან შესაბამისი დანიშნულების ერთჯერადი ხელსახოცით;
o იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;
o საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
o დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები);
აკრძალულია : დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
საგამოცდო ცენტრის სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
o სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, აუცილებელია დადგენილი წესით ყოველი სესიის წინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (სესიის მიმდინარეობის პერიოდში) და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;
o საპირფარეშოს დალაგება აუცილებელია სველი წესით და სარეცხი საშუალებებით წმენდის შემდგომი დეზინფექციით სათანადო წესით;
o დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია
თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:
o რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);
o თუ გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.50С-მდე (37.40С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
* თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში. ð იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
* 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
o ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:
ცენტრის პერსონალის ვალდებულებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
o სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
o ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
o გამოიყენეთ 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
გამოსაცდელთა ვალდებულებები:
o საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
o საგამოცდო ცენტრში ნიღბის ტარება აუცილებელია;
o დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება - წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებაზე უნდა დაიცვან
ეროვნული გამოცდებზე კონდიციონერები ჩართული არ იქნება - „აბიტურიენტებმა საწერი კალამი თავისი უნდა მოიტანონ“
ეროვნული გამოცდების სესიების და დღეების რაოდენობა გაიზარდა - გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება
აბიტურიენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ გამოცდის ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ
„ტექსტის ავტორები შეეცდებიან ბოლო სემესტრის მასალის ინფორმაციული ცოდნა არ იყოს აუცილებელი“ - რა იცვლება ეროვნულ გამოცდებზე?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU-ში საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა
„სოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული“ - ილია ჩავჭავაძე
ის მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეებისათვის ახალი, სახალისო და საინტერესო აქტივობებისა და მეთოდების შეთავაზება“
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით იყო გაფორმებული