სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
26-10-2026
-
+


 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2027 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.
 
„თბილისში საგამოცდო ცენტრები შერჩეულია, ამ ეტაპზე კი შესაბამისი სივრცეების შერჩევა სხვა ქალაქებში მიმდინარეობს.
 
ამ მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის N5 და N8 საჯარო სკოლებს ეწვია. ხვალ კი საგამოცდო სივრცეების შერჩევის მიზნით ქუთაისის საჯარო სკოლების დათვალიერებაა დაგეგმილი.
 
პარალელურად, მიმდინარეობს საგამოცდო პროცესისთვის საჭირო მასალების შესყიდვის მიზნით სატენდერო წინადადებების მომზადება. საგნობრივი ჯგუფები კი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროგრამებსა და ტესტურ დავალებებზე.
 
2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეა უცხოური ენების ჩამონათვალში იტალიური ენის დამატება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ენის გამოცდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ ან იტალიურ ენაში ჩააბარონ.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტალიურ ენაში მასწავლებლის გამოცდას 2023 წლიდან ატარებს. ამ გამოცდილებისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების პრაქტიკის გათვალისწინებით, 2027 წლიდან იტალიური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალშიც იქნება.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის იტალიური ენის ტესტურ დავალებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ. საგამოცდო კრებული და პროგრამა ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება