სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდებზე კონდიციონერები ჩართული არ იქნება - „აბიტურიენტებმა საწერი კალამი თავისი უნდა მოიტანონ“
09-06-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერი მხოლოდ გამოცდის დაწყებამდე იქნება ჩართული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში განიავება ფანჯრების გაღებით მოხდება.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება მაინც განიავების პრობლემები. რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ასევე სასურველია აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმებით გამოცხადდნენ.

„აბიტურიენტს შეუძლია თავისი ნიღბით მოვიდეს, თუმცა ადგილზეც დაახვედრებენ ნიღაბს. გადაწყდა, რომ აბიტურიენტებმა საწერი კალამიც თავისი უნდა მოიტანონ, რომ მაქსიმალურად იყვნენ დაზღვეულები და უცხო ნივთების გაზიარება არ მოხდეს. რა თქმა უნდა, კალამსაც დაახვედრებენ თუ ვინმეს არ ექნება, მაგრამ ჯობია, რომ თავისი კალამი მოიტანონ. მაქსიმალურად შეზღუდული იქნება ნებისმიერი სხვა ნივთის შეტანა საგამოცდო სივრცეში“,-აღნიშნა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება

იხილეთ ასევე:

ეროვნული გამოცდების სესიების და დღეების რაოდენობა გაიზარდა - გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე? - აკრძალული შემთხვევები

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს და ცენტრის თანამშრომლებს? - ეროვნული გამოცდების ყველა რეკომენდაცია დეტალურად

„ტექსტის ავტორები შეეცდებიან ბოლო სემესტრის მასალის ინფორმაციული ცოდნა არ იყოს აუცილებელი“ - რა იცვლება ეროვნულ გამოცდებზე?

აბიტურიენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ გამოცდის ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება