TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, მეოთხეკლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობის ფაქტზე გამოძება დაიწყო - რას ამბობენ მოსწავლეების მშობლები
03-11-2026
-
+


თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

„პირველებისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწავლე ფიგურირებს - ერთ შემთხვევაში მეოთხე კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხვევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფაქტს არ უარყოფენ არც სკოლაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.  გამოკითხულები არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მანდატურები.

ამასთან, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო დაზარალებული სკოლის მოსწავლის დედა „პირველებს“ ეუბნება, რომ მშობლებმა მალევე მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას, ასევე საქმის კურსშია განათლების სამინისტროც. 

მშობლის თქმით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობას მეოთხე კლასელზე სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი. 

შიგნით მოხდა ბიჭებს შორის, მეოთხე კლასელზეა საუბარია. ამ სკოლის მოსწავლეები არიან. ორი ბიჭის მხრიდან არის საუბარი სექსუალურ ძალადობაზე. ამ ორმა ბიჭმა შეიყვანა საპირფარეშოში და მოხდა ის", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი. 

კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებულის, სკოლის მოსწავლის დედა „პირველებს“ უყვება, რომ სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები. 

„სკოლის საპირფარეშოში მეექვსე კლასელმა ბავშვმა სცემა მესამე კლასელი ბავშვი. ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკური ძალადობა. ამ ბავშვს, ვისაც დაეხმარნენ საპირფარეშოში, კლასელი დაეხმარა და ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა საშინელი სიტყვებით და საბოლოოდ, მოხდა ის საზარელი ფაქტი,  რაც მოხდა. საუბარია, სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე და იძულებაზე“- ამბობს ბავშვის მშობელი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება