სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება - წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებაზე უნდა დაიცვან
09-06-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

გარდა თარიღებისა, პრესკონფერენციაზე გამოცდებზე დასაცავი დეტალური ინსტრუქციებიც წარმოადგინეს: 

  • გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.
  • საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება.
  • ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
  • მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი,  ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე).
  • აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.
გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:
 
  •         მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  •         მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  •         მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;


თან  იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. 


ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.

ამასთან, გამოცდის გარეშე რომ არ დარჩნენ, ის აბიტურიენტები, ვისაც 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, საგამოცდო ცენტრისგან მათთვის ალტერნატიული შეთავაზება იქნება.

გამოცდაზე არ დაიშვებიან აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ექნებათ ტემპერატურა და დამატებით სხვა რესპირატორული სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება.

აბიტურიენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ გამოცდის ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ. განათლების სამინისტროს განმეორებითი გამოცდების პრეცედენტს არ დაუშვებს. 

ეროვნულ გამოცდებზე დასაცავი წესების სრული ჩამონათვალი იხილეთ: რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს და ცენტრის თანამშრომლებს? - ეროვნული გამოცდების ყველა რეკომენდაცია დეტალურად

აღსანიშნავია, რომ ტესტირების გარდა, კორონავირუსის გამო, ცვლილებები იგეგმებოდა ფორმატში. ერთ-ერთ ცვლილებად განიხილებოდა ტესტებში მეორე სემესტრის მასალის მცირე დოზით შეტანა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მალევე უარყო, ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება. როგორც სოფიო გორგოძემ თავდაპირველად განაცხადა, მეორე სემესტრის პროგრამული მასალა შესაძლოა ნაკლებად ყოფილიყო ტესტებში, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ ტესტების ფორმატში აბიტურიენტებს არანაირი ცვლილება არ დახვდებათ. 
კიდევ ერთი სიახლე აბიტურიენტის ცნობარს შეეხება, რომელიც წელს პირველად, მხოლოდ ელექტრონულია და ბეჭდური სახით აღარ გამოიცა. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს სულ 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

პრესკონფერენციაზე გამოცდების ჩატარების თარიღი და ტესტირებაზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში პაატა იმნაძემ ერთობლივად წარმოადგინეს. 

ცნობისთვის, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა განათლების სამინისტრომ ვადა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ამასთან, პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეროვნული გამოცდებზე კონდიციონერები ჩართული არ იქნება

ეროვნული გამოცდების სესიების და დღეების რაოდენობა გაიზარდა - გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება