სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს გაცდენილ თერაპიებს არ აღუდგენენ - რა პრობლემები შეექმნათ შშმ მოსწავლეებს კარანტინში?
04-05-2020
-
+


მას შემდეგ რაც, საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩაერთო უხილავ მტერთან ბრძოლაში, ონლაინ-სწავლებაც დაინერგა და მოსწავლეებიც, ასე თუ ისე, გარკვეულ განათლებას იღებენ, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - რა ბედი ეწევათ იმ შშმ ბავშვებს, რომლებსაც კომპიუტერთან ჯდომა ფიზიკურად არ შეუძლიათ?! - სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. დეტალებში უკეთ გასარკვევად, Etaloni.ge აუტიზმის ფონდ კამპუსის თანადამფუძნებელს, მარი კორკოტაძეს დაუკავშირდა, რომელიც კარგად იცნობს შშმ ბავშვების საჭიროებებს, რადგან თავადაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს.

მარი სწორედ საკუთარი შვილის მაგალითზე გვესაუბრება - თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ შშმ ბავშვების მშობლები, რადგან მათ შემთხვევაში - დისტანციური სწავლა წარმოუდგენელი რამაა.

„ეს საკითხი ვერანაირად ვერ დარეგულირდება, რადგან დისტანციურად, სპეცმასწავლებელი ვერაფერს აკეთებს; მართალია, შეიქმნა ჯგუფი მშობლებისთვის, სადაც სპეცმასწავლებელი გვაძლევს რეკომენდაციებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია; ონლაინ-საგაკვეთილო პროცესში სპეცამასწავლებელი ჩაერთოს - ეს შეუძლებელია. ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით - არ ჯდება კომპიუტერთან. მასწავლებელმა დაგვირეკა, უბრალოდ, გამოველაპარაკებიო და 5 წუთიც არ გაჩერდა. ძალიან რთულია შშმ ბავშვების მეცადინეობა ონლაინ. ტელეგაკვეთილებიც ისეთი არაა, რამე ისწავლონ. მშობლები ამბობენ, რომ ვერ რთავენ ბავშვებს ისე, როგორც სკოლაში სიარულის დროს იყვენენ ჩართულები. იძულებით დასვა კომპიუტერთან - ესეც წარმოუდგენელია, რადგან ამას შესაძლოა ისეთი ქცევითი აშლილობა მოჰყვეს და ისე გართულდეს, ვერაფრით ვუშველო... ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის“, - აღნიშნა მარი კორკოტაძემ ჩვენთან საუბრისას, თუმცა, როგორც ირკვევა, ასეთ დროს, გაკვეთილებზე მნიშვნელოვანი, შშმ ბავშვებისთვის ის თერაპიებია, რომლებსაც მკურნალობის პროცესში გადიან.

„თამამად ვიტყვი - წარმოუდგენელია  ასეთი თერაპიის ჩატარება ონლაინ. ერთმა მშობელმა თქვა - ჩემი შვილი ზის კომპიუტერთან და თერაპევტის დავალებებს ასრულებსო... მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ბავშვი ასე თუ იქცევა, მას თერაპევტიც აღარ სჭირდება. თერაპევტმა ქცევაზე უნდა იმუშაოს, უნარები ასწავლოს და ონლაინ ამის გაკეთება შეუძლებელია“, - აღნიშნავს მარი, რომელიც ასევე დასძენს, რომ ახლახან შეიტყო - მის შვილს კორონავირუსის გამო გაცდენილ თერაპიებს აღარ აღუდგენენ, - „შემოთავაზებული ონლაინ-სერვისების მიღება კი დათას შემთხვევაში დაუშვებელია“.

„ცოტანი ვართ ისეთები, ვინც შემდგომ ვითხოვთ თერაპიების ანაზღაურებას. დარწმუნებული ვარ, თერაპიების დამატება რომ მოვითხოვო ჩემი შვილისთვის, აუცილებლად დამთანხმდებიან და 1-საათიან თერაპიაში, 20-ის ნაცვლად, სიამოვნებით გადამახდევინებენ 25-30-35 ლარსაც კი. გამოდის, ჩვენი შვილების ხარჯზე ბიზნესი აქვთ აწყობილი“, - ასეთია იმ მშობლების პოზიცია, ვის შვილსაც აუტისტური სპექტრი აქვს და მათ შემთხვევაში მართლაც წარმოუდგენელია, სპეცმასწავლებლებისა თუ თერაპევტების მუშაობა ონლაინ.

ესაა ნაბიჯი უკან შშმ ბავშვებისთვის - ისინი დღეს ვერანაირ მომსახურებას ვერ იღებენ და სახლებში არიან გამოკეტილები. გამოდის, მათ ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელი თერაპიის გარეშე ვტოვებთ და ჩნდება კიდევ ერთი, მთავარი კითხვა - მართლა არ ვითვლით ქრომოსომებს თუ ეს, უბრალოდ, ნიღაბია, რომელსაც ვატარებთ?!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება