სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-04-2020
-
+


ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად,  ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ინიციატივით მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეო პრეზენტაციები მოამზადეს.

etaloni.ge ასევე გთავაზობთ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ არეშიძის მოსაზრებას დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით.

„ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა მოსაზრებამ თუ ვარაუდმა, რომ შესაძლოა ეს წელი  აკადემიურ წლად გამოცხადდეს. დღევანდელი ყოფა არის ერთ-ერთი ურთულესი  გამოწვევა ყველასთვის , მათ შორის  პედაგოგებისთვისაც. მინდა გითხრათ, რომ  ჩემი სკოლა და  ჩემი  კოლეგები    ყველაფერს აკეთებენ ამ გამოწვევის დასაძლევად  და თავდაუზოგავად შრომობენ . არდადეგების  გამოცხადების  დღიდან დღემდე  აქტიურად ვართ ჩართულნი  ონლაინ სწავლების პროცესში. ვმუშაობთ თიმსში, ზუმში და მესენჯერში ვიდეო გაკვეთილების მეშვეობით. რა თქმა უნდა ამ პროცესს ახლავს ტექნიკური და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც აქტიურად ვმუშაობთ.

რა თქმა უნდა, პირად მაგალითზეც მოგახსენებთ. მყავს სადამრიგებლო V კლასი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ პერიოდში მოსწავლეთა 90% არის აქტიურად ჩართული ონლაინ სწავლების პროცესში. ეს პროცესი გამჭვირვალეა და პერიოდულად ვახდენთ სკოლის გვერდზე მათი შედეგების დემონსტირებას.  ხოლო ის მცირე ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებს ამ პროცესში ჩართვას ინტერნეტის უქონლობის ან სხვა მიზეზის გამო, მათ ვუკავშირდები ტელეფონით და ვანიშნინებ დავალებებს. ასევე, თუ კონკრეტულ დროს ვერ მოახერხა ჩართვა მოსწავლემ, მოგვიანებით ნახულობს ვიდეოჩანაწერს ან დავალებებს, ასრულებს მოგვიანებით და გზავნის შესრულებული დავალების ფოტოს, ვიდეოს, powerpoint -ის, word -ის, კომიქსების, ჩანახატების  და სხვა სახით. შესრულებულ დავალებებზე კი აუცილებელია უკუკავშირი.

ასე რომ, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების შრომის არდანახვა და არ დაფასებაც არ შეიძლება. ისინი ყოველთვის დგანან გამოწვევების სადარაჯოზე და გვიმარტივებენ ამ გამოწვევების სირთულეს.

არ შემიძლია არ ავღნიშნო, ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების და მშობლების ჩართულობისა და  მხარდაჭერის შესახებ. რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. საილუსტრაციოდ კი გთავაზობთ ერთ კონკრეტულ აქტივობას. მოგეხსენებათ 23 აპრილს აღინიშნება წიგნის საერთაშორისო დღე. გადავწყვიტე ეს დღეც  ვირტუალურად აღგვენიშნა. 

მოსწვალეებს მივეცი შემდეგი დავალება: ჩაეწერათ ვიდეო მათთვის გამორჩეულ და საყვარელ ავტორსა თუ  წიგნზე. შეფასების რუბრიკის მიხედვით ვიდეოში უნდა წარმოეჩინათ თუ რატომ გამოარჩიეს ესა თუ ის ავტორი  ან წიგნი. წაეკითხათ ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ამ წიგნიდან და შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის. რა თქმა უნდა ეს და ამ ტიპის დავალებები მოსწავლეებს უვითარებს  საპრეზენტაციო, შემოქმედებით და სხვა სასწავლო უნარ-ჩვევებს. 

მაგალითისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე ვიდეოს მათ მიერ შესრულებული დავალებებიდან“:








კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება