სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისწავლოთ ქვეყნის ენა“ - ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორის ელზა აშიროვას დედა ენის დღის მისალოცი წერილი
15-04-2020
-
+


„ვისწავლოთ ქვეყნის ენა“ - თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა საზოგადოებას ქართული ენის დღეს ულოცავს და ყველას მოგვიწოდებს, ვისაუბროთ სწორი და გამართული ქართულით.

სკოლის დირექტორი იმედოვნებს, რომ მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, გაუმკლავდება უხილავ მტერს - კორონავირუსს და კვლავ შევძლებთ 14 აპრილის არადისტანციურად, ტრადიციულად აღნიშვნას.

ვისწავლოთ ქვეყნის ენა

იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ქართულ ენას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მაღლა დგას თავისი განვითარებითა თუ დამწერლობის ისტორიით. ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ცოდნისადმი დამოკიდებულება პრინციპულად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ამ ძნელბედობის ჟამს კვლავ გაისმა სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი ეროვნულ უმცირესობებში და მშობლიურ ენაზე ინფორმირების აუცილებლობა დადგა.

ცნობილია, რომ მეტყველების ძირითადი საფუძველი არის ენა.

„ენა თავის შესაძლებლობების რეალიზაციას ახდენს ზეპირსა და წერით მეტყველებაში“- აღნიშნავს არნ. ჩიქობავა. ცალკეული ადამიანის მეტყველება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მისი საერთო კულტურის დონისა და წიგნიერებისა.

ქართული მეტყველების განვითარებას მყარ საფუძველს უქმნის ფონეტიკის საკითხთა სწავლება.  მშობლიურ ენაში (აზერბაიჯანულ) იდენტური ბგერების არ არსებობის გამო, პრობლემა აღინიშნება ქართული სპეციფიკური ბგერების წერისა და წარმოთქმის დროს.  ამიტომ ფონეტიკის სწავლებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ  სპეციფიკური ბგერების სწავლების საკითხს, რაზედაც უშუალოდ არის დამოკიდებული როგორც სიტყვათა სწორად გაგება, ისე მათი პრაქტიკულად გამოყენება მეტყველებაში. სასკოლო პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მოსწავლეთა მიერ არასწორად შეთვისებულის  გამოსწორება უფრო რთულია და ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მასალის თავიდან სწორად შესწავლა. აღნიშნული პრობლემა შეინიშნება მაღალი საფეხურის ზოგიერთ მოსწავლეთა, ასევე თემის წარმომადგენელთა მეტყველებაშიც (იგულისხმება არაქართველი ამ შემთხვევაში აზერბაიჯანელი), ამიტომ სასურველია, სპეციფიკური ბგერების სწავლების გამეორება-განმტკიცება მოვახდინოთ მომდევნო კლასებშიც. დღევანდელი ეროვნული სასწავლო გეგმა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გრამატიკული მასალა ცალკე გაკვეთილზე ისწავლებოდეს, რაც ვფიქრობ, უფრო ეფექტურია, ვიდრე ლიტერატურულ მასალასთან ერთად სწავლება. საკითხავი ტექსტი სხვა დანიშნულებასთან ერთად ენის  ლექსიკურ ბაზას წარმოადგენს, ხოლო გრამატიკული საკითხი აზრის ნათლად გამოხატვას უწყობს ხელს. ორივე ერთად საკომუნიკაციო ფუნქციის საფუძველია. ლიტერატურული და გრამატიკული მასალის ერთ გაკვეთილზე ახსნა, თუნდაც მცირე მოცულობისა იყოს, მოსწავლეს ორი სიძნელის წინაშე აყენებს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანის ახსნა ზიანდება, ყურადღება იფანტება და მუშაობა რთულდება. მაგრამ ეს არ ზღუდავს ლიტერატურული და გრამატიკული საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებით სწავლებას.  ლიტერატურული მასალის ახსნისას შესაძლებელია მოხდეს გრამატიკული საკითხის განმტკიცება.  დაკვირვებამ ცხადყო, რომ მოსწავლეთა ნაწილს უჭირს დამახსოვრება, ერიდება სპეციფიკური ბგერების შემცველი სიტყვების წარმოთქმას და ცდილობს, არ მიიღოს მონაწილეობა საუბარში. ასეთ მოსწავლეებთან სასურველია, დამატებითი აქტივობების ჩატარება, რომ აქტიურად ჩაერთოს იგი გაკვეთილზე განხორციელებულ მიზნობრივ აქტივობებში. მასწავლებელმა რეგულარულად გაიგოს მოსწავლეთა მიერ მათი სამეტყველო პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

ვისწავლოთ ქვეყნის ენა. ვისაუბროთ სწორი და გამართული ქართულით. ვიმედოვნებ, მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, გაუმკლავდება მართლაც უხილავ მტერს - კორონავირუსს და ჩვენ კვლავ შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი დღის 14 აპრილის არადისტანციურად, ტრადიციულად აღნიშვნას.

გილოცავთ ქართული ენის დღეს.

ელზა აშიროვა
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება