სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიჩუმემ მოსწავლეების უსაზღვრო მონატრებას შემაჩვია“ - ჭალის თემის N2 სკოლის დირექტორმა ლელა აკობიამ მოსწავლეთა მონატრება ემოციური ჩანახატით გამოხატა
08-04-2020
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა აკობიამ მოსწავლეთა მონატრება ემოციური ჩანახატით გამოხატა.

„სიჩუმემ ჩემი პატარა მეგობრების, ჩემი მოსწავლეების, ჩემი მეგობრების უსაზღვრო მონატრებას შემაჩვია...ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ სულ ვოცნებობდი არასოდეს მომნატრებოდა არავინ...ეს ჩემში ცუდ ასოციაციას იწვევდა...მონატრება თითქოს ტკივილია ხანგრძლივი და უფერული...ეს მონატრება კი მინდა სხვანაირი იყოს...მონატრება, რომელიც მალე დამთავრდება...რომელიც ბოლოს ყველას ბედნიერს გახდის... ყოველდღე ვეფერები ჩემს მოსწავლეებს...ვატრიალებ კადრებს... ფოტოებს... მოგონებებს... ვიხსენებ დღეებს და ვფიქრობ... ბევრ რამეზე ვფიქრობ... ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი სკოლამ გადამატანინა, ჩემმა მეგობრებმა, პატარა მოსწავლეებმა, რომლებმაც მასწავლეს ხატვა ლამაზი ფუნჯით, ფერადი ფერებით, სიმღერა ლამაზი ნოტებით, ცხოვრება სიყვარულით... სკოლამ მასწავლა როგორი ძვირფასია სიცოცხლე, თუ როგორი ბედნიერი ხარ ყოველ დილით მოსწავლეების ცქრიალა სახის დანახვისას... როცა ყველა ტკივილს სკოლის კარის ზღურბლზე ტოვებ და წელგამართული შედიხარ სამასწავლებლოში, საკლასო ოთახებში... ბოლოს კი როგორი გაყინული დამხვდა სკოლის კედლები, თითქოს
შემომჩივლეს რატომ მიგვატოვეთო...

რა იქნებოდა ცხოვრება ცოცხალი ურთიერთობების გარეშე... არც არაფერი... თითქოს ფეხი აუწყო ჩემმა სკოლამ დისტანციურ სწავლებას, ამოვქექეთ ყველაფერი, არიქა არაფერი გამოგვრჩეს, მოსწავლეები არ დავაზარალოთო... შევაწუხეთ სამინისტრო, რესურსცენტრი, დირექტორები ერთმანეთს ვეკითხებით რა როგორ... სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებით ყოველდღე გვაქვს ურთიერთობა ერთმანეთთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან... მაგრამ სულ რაღაც მაკლია... სულ
ვდარდობ... ის ყოველდღიური სითბო, მოსწავლეების გაღიმებული სახეები, ყოველ დილით დერეფნებში ჟრიამული, გადაღლილი მაგრამ მაინც ბედნიერი მასწავლებლების სახეები თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალა... მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე ჩემი მეგობრების, ჩემი მოსწავლეების, ყველა ადამიანის, ყველა მოსწავლის უსაფრთხოებისთვის ეს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა... ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე... მეტად დავაფასოთ ერთმანეთი... გვიყვარდეს
ღმერთი...სიჩუმემ მასწავლა მეტი სიყვარული... მეტი მოთმინება... გამიძლიერა რწმენა, რწმენა იმისა რომ უფალი არასოდეს მიგვატოვებს და ყველაფერი კარგად იქნება... სკოლის კედლები ღიმილით გველიან...“

                         წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N2 სკოლის დირექტორი ლელა აკობია

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება