| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ონლაინ სწავლების პროგრამაში Microsoft Teams. დისტანციური სწავლების პროცესი სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს.
„რომ არ მოველოდი, ისეთი მზაობა გამოიჩინა ჩვენი სკოლის გუნდმა დისტანციური სწავლების დასანერგად. მივესალმები მათ შემართებას... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სკოლამ საკუთარი ძალებით, მხოლოდ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინსტრუქციების საფუძველზე (ყოველგვარი ტრენინგის, გარეშე პირების დაუხმარებლად) შეძლო Microsoft Teams-ში ჩართვა.
მასწავლებებს დახმარება გაუწიეს სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა თამარ ჩხენკელმა და ქიმიის მასწავლებელმა თამარ მეშველიანმა. მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ 33 პედაგოგიდან 23 შეუფერხებლად მუშაობს Microsoft Teams-ში, ხოლო 10 - თიმსის პარალელურად იყენებს სხვა დამხმარე საშუალებებს.
რაც მთავარია, კმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლები, რომლებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვთ დამრიგებლებსა და საგნის მასწავლებლებს.
სკოლაში დისტანციურად ხორციელდება არა მხოლოდ გაკვეთილების ჩატარება, არამედ ურთიერთობა სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებსა და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან. სკოლის აქტიური ცხოვრება გრძელდება ონლაინ რეჟიმში.
ეს განსაცდელიც გადაივლის, ჩვენ კი მეტი რესურსი გვექნება სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძემ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში საოცარი საშემემოდგომო განწყობა დატრიალდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა