სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხელფასების ზრდაზე იქნება ჩვენი სისტემა მიმართული, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არ არის ერთადერთი“ - ჩხენკელი
18-03-2020
-
+


ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ზოგადად, პედაგოგის როგორც სკოლის მასწავლებლის, ასევე უნივერსიტეტის პროფესორის, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგის და მკვლევარი-მეცნიერის პრესტიჟის ამაღლება - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„განათლების სისტემისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა, რომ მასწავლებლის, პროფესორის, მკვლევარი-მეცნიერის პრესტიჟი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ზოგადად, პედაგოგის როგორც სკოლის მასწავლებლის, ასევე უნივერსიტეტის პროფესორის, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგის და მკვლევარი-მეცნიერის პრესტიჟის ამაღლება“ - ამბობს ჩხენკელი. 

მინისტრმა ასევე ისაუბრა ხელფასების საკითხზე, მისი თქმით, ეს არი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა არა ერთადერთი:

„ხელფასების ზრდაზე იქნება ჩვენი სისტემა მიმართული. სკოლის მასწვლებლებისა და ადმინისტრაციის ხელფასების საგრძნობი მატება უკვე დაიწყო. შემდეგი ეტაპი იქნება უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკლევარი-მეცნიერების ხელფასების ზრდა. 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ინვესტირებული იქნება განათლებაში, რაც დღევანდელი მონაცემებით ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. შესაბამისად, ამის ინვესტიცია რომ მოხდება, ცხადია ეს მოხმარდება სხვადასხვა გამოწვევებს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და ხელფასების ზრდას. 

​ხელფასების მატება უკვე დაწყებულია და 2022 წლამდე აუცილებლად გაგრძელდება. ხელფასი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არ არის ერთადერთი. საზოგადოებამ მეტად უნდა დააფასოს ინტელექტუალური შრომა. მასწავლებლის, პროფესორის,  მკლვლევარი-მეცნიერის ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში და საზოგადოებისგან ამ პრესტიჟის დაფიქსირება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საუკეთესო კადრები მოვიზიდოთ, რაც განათლების სისტემას წაადგება. ეს იქნებიან ადამიანები, რომლებზეც დაფუძნებული იქნება განათლების სისტემა“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება