სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 1 758 კურსდამთავრებულიდან წარმატებით 1 464-მა დაასრულა - მათი დასაქმება ეტაპობრივად ხდება
06-03-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. პროგრამაზე მიღება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, დეკემბრის ბოლოს კი კანდიდატების გადამზადება დასრულდა.

პროგრამა „მასწავლებლის ეროვნულ სკოლა“ მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობს. მისი მიზანი კი მცირეკონტიგენტიან სკოლებში მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრაა.

„ეტალონი“ დაინტერესდა, რა შედეგი მოჰყვა აღნიშნულ პროგრამას, „ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებიდან რამდენი დასაქმდა და როდის გამოცხადდება მასწავლებლობის მსურველთა მეორე ნაკადის მიღება. ამ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის ხელმძღვანელს ნინო გორდეზიანს დავუკავშირდით.

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ თავდაპირველად 1758 მსმენელი ჩაირიცხა შესაბამისი გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად, შემდეგ, კურსის მსვლელობის დროს, სხვადასხვა მოდულის შიდა ტესტირებები ჰქონდათ. მათ გაიარეს პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში, გამოაგზავნეს რეფლექსიები. მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი და საბოლოო ჯამში, 1464-მა ადამიანმა დაასრულა წარმატებით „ეროვნული სკოლა“.

მეორე ეტაპის მიღებაზე უკვე არის საუბარი, მაგრამ ზუსტ ვადებს ჯერ ვერ ვიტყვით. რაც შეეხება დასაქმებას, ეტაპობრივად ხდება „ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულების დასაქმება, იმიტომ რომ ისინი კონკურსის წესით უნდა შევიდნენ სკოლებში. pedagogi.ge-ზე მუდმივად დევს სკოლის ვაკანსიები. დასაქმებულების ზუსტი მონაცემი არ მაქვს, იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება. ვინც „ეროვნული სკოლა“ გაიარა, იქ იყვნენ უკვე დასაქმებული მასწავლებლებიც, ასევე იყვნენ ახალი, მასწავლებლობის მსურველი კადრებიც.

დასაქმებული მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიდნენ ერთ საგანს, გადამზადდნენ მომიჯნავე საგანში და თავისივე სკოლაში ასწავლიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფებში სხვადასხვა საგანს.

„ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებიდან ახალი დასაქმებულებისა და „ეროვნულ სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა დაახლოებით 590-მდეა“,-აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა.

მისვე განმარტებით, პროგრამაზე მიღება 2020 წელსაც გამოცხადდება, რადგან „მასწავლებლის ეროვნული სკოლა - 2019“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება