სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
27-02-2020
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში  - „წიგნების თარო - 2020-ის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

აღნიშნული პროექტი უკვე მეორედ გაიმართა სკოლაში.  პროექტის იდეა სკოლის დირექტორ იოსებ აბულაძეს ეკუთვნის და შეხვედრის წამყვანიც თავად იყო.

პროექტში მონაწილეობდნენ ჩაოს საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

„შეხვედრა სამი ეტაპისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი მოიცავდა ხუთ რაუნდს. მეორე ეტაპი ხელოვნება და სპორტი იყო. მესამე ეტაპი კი-ბლიცი. თითოეულ ეტაპზე მონაწილე გუნდებს ჟიური აფასებდა. ჟიურის წევრები იყვნენ-ქალბატონები: ლეილა მჟავანაძე და მზია შავაძე, ბატონები გენად და თამაზ ცეცხლაძეები.

მოსწავლეებს ჰქონდათ წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი. უნდა გაცნობოდნენ აღნიშნულ ლიტერატურას:

1. შტეფან ცვაიგი-„მარიამ სტიუარტი";
2. ილია ჭავჭავაძე-მოთხრობები და პროზა;
3. ლევ ტოლსტოი-„ანა კარენინა";
4. უილიამ შექსპირი-„ოტელო";
5. ფიოდორ დოსტოევსკი-„ეშმაკნი";
6.ჟიულ ვერნი-„80 000 კილომეტრი წყალქვეშ";
7. გუსტავ ფლობერი-„მადამ ბოვარი";
8. ონორე დე ბალზაკი-„გობსეკი";
9. დათო ტურაშვილი-„ტყეების მეფე"; „ლეგენდები დავით აღმაშენებელზე";
10. ჟოზე სარამაგუ-„სიბრმავე".

მოსწავლეებს, პირველ რაუნდში, უნდა გამოეცნოთ ქართველი მწერლის რომელ მოთხრობაზე იყო საუბარი.
მათ წამყვანი უკითხავდა ამონარიდებს. მეორე რაუნდში ფიოდორ დოსტოევსკის „ეშმაკნიდან“ წაკითხული ნაწყვეტიდან უნდა ამოეცნოთ რომელ პერსონაჟზე იყო საუბარი. ხოლო მესამე რაუნდში - უნდა გაეხსენებინათ წიგნის ავტორი პერსონაჟი, რომელიც რომანის შესავალში თავისი გმირის შესახებ ყვებოდა. მეოთხე რაუნდში წამყვანმა წაიკითხა ციტატა, მონაწილეებს კი უნდა ამოეცნოთ, რომელ ნაწარმოებზე იყო საუბარი. მეხუთე რაუნდში გამოიცნეს პერსონაჟი, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნის მთავარი გმირი იყო.

კითხვები იყო ხელოვნებიდან და სპორტიდან. ბლიცი კი ყველაზე საინტერესოდ წარიმართა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, დასახელდა ჩაოს საჯარო სკოლის მოაზროვნე მოსწავლე, მე-12 კლასის მოსწავლე
ინეზა ცეცხლაძე.

სკოლის დირექტორმა მოაზროვნე მოსწავლე „ვეფხისტყაოსნით“ დააჯილდოვა.

შესარჩევ ტურში გამოვლინდა სამი გამარჯვებული მონაწილე - 1. აჩიკო აბულაძე (მე-12 კლასი); 2. ანუკი ცეცხლაძე (მე-11 კლასი); 3. ლენა ცეცხლაძე (მე-9 კლასი).

სამივე გამარჯვებულს სკოლის დირექციამ სიგელი გადასცა და წარმატებები უსურვა მომავალშიც.
აჩიკო, ანუკი და ლენა დასკვნით ტურში ასპარეზობას გააგრძელებენ ბოძაურის საჯარო სკოლაში, მიმდინარე წლის 23 აპრილს.

ეს იყო დღე, რომელსაც ჩაოს საჯარო სკოლაში განათლების ზეიმი ერქვა.
სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ჟიურის წევრებს, ბიბლიოთეკარს ქალბატონ ლეილა ბარამიძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: ქალბატონ ნათელა ფევაძეს და ქალბატონ ნაირა ჯოყილაძეს, ასევე თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა იზა მელაძეს და პედაგოგიური კოლექტივის თითოეულ წევრს, მონაწილეებს და გამარჯვებულ მოსწავლეებს!

წიგნი აშენებს თითოეული ადამიანის პიროვნებას!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება