სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N7 საჯარო სკოლაში კონფერენცია - „საუკეთესო გამოცდილება“ ჩატარდა
31-10-2019
-
+


თელავის N7 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა კონფერენცია - „საუკეთესო გამოცდილება“ ჩატარდა.

კონფერენციის ინიციატორი სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ნათია ბაღათრიშვილი იყო.

კონფერენციაში, თელავისა და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებმა, ასევე ისრაელის ქალაქ კირიათ გადის დამეგობრებული Zeev Boim Ort უმაღლესი სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის დასასრულს სკოლის დირექტორმა, მაია სილაგაძემ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„მასწავლებელთა მიერ საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იწვევს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ აისახება საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის ზრდაზე, მათი მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობაზე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სექციის დასრულების შემდეგ ქიმიის მასწავლებელმა, სოფია ლიდერმანმა, სამუშაო შეხვედრა „მოვამზადოთ ნაყინი“ ჩაატარა.

კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS  ხელმძღვანელი, მარიკა კაპანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკატერინე სლოვინსკი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის კონსულტანტი, ზურაბ ბერია, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება