სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში ბუნებრივ კატასტროფებზე სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი ჩატარდა
04-04-2019
-
+


ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში ბუნებრივ კატასტროფებზე სამოდელო-ინოვაციური ინგლისური ენის გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილში IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

გაკვეთილს უფროსი მასწავლებელი თამარ სამსონიძე უძღვებოდა. 

პედაგოგმა etaloni.ge-ს გაკვეთილის მიზნისა და აქტუალობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც უცვლელავ გთავაზობთ: 

„ჩვენი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ კატასტროფებს და ბუნებრივი სტიქიური მოვლენების კლასიფიკაციას: ტიპების (არაზედაპირული, დედამიწისეული), წარმოშობის პირობებისა (კოსმოსური, მეტეოროლოგიურ-კლიმატური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური და ა.შ.) და სტიქიურ-დამანგრეველი მოვლენის სახეობებს (სიცხე, გვალვა, ელვა, ქარები (შტორმი, სმერჩი, ტორნადო, ქარბორბალა და ა.შ.), ლიპყინული, სეტყვა, ნისლი, წვიმა და სხვ.). მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს ყველაზე საშინელი კატასტროფების შესახებ მსოფლიო ისტორიაში(ქარიშხლები, გვალვები, ტორნადოები და ა.შ), მოსწავლეები დაადგენენ ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს, შედეგებსა და პრევენციის გზებს (ააგებენ დიაგრამებს).

მოსწავლეები დარწმუნდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა და რისკების შემცირება. მოსწავლეები გაიმჯობესებენ კითხვით, წერით, სმენით და სამეტყველო უნარ-ჩვევებს, შექმნიან დიაგრამებს და დამზადებულ მაკეტთან (მაკეტებთან) დაკავშირებით შექმნიან კედლის გაზეთებს, გაიმჯობესებენ პრეზენტირების უნარებებს.

მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ რომ, ბუნებრივი კატასტროფების დიდი ნაწილი (მიწისძვრები, ვულკანები, ცუნამი, ტროპიკული ციკლონები და სხვ.) ბუნებრივი წარმოშობისაა და ადამიანი, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, მათ შეჩერებას  ვერ ახერხებს.

სასწავლო მეთოდის აქტუალობა - მეთოდი „სასწავლო გაჩერებები" მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული, არ შეიცავს იძულებისა და ფრონტალური სწავლების ელემენტებს. იქიდან გამოდინარე, რომ მოსწავლეები თავად განაგებენ სასწავლო პროცესს მეთოდი ხელს უწყობს ავტონომიურ სწავლებას, რაც სახალისოს და მრავალფეროვანს ხდის სწავლის პროცესს, შედეგად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. ასევე, მეთოდი იძლევა დიფერენცირების საშუალებას, ძლიერი მოსწავლეები ეხმარებიან სუსტებს, ხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება, იძენენ ორგანიზებულობის უნარს“. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება