სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები 2018 წელს
22-12-2018
-
+


ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და საზეიმო განწყობა სკოლებშიც იგრძნობა - მოსწავლეები საკლასო ოთახებს რთავენ, დირექტორები კი დასასრულებელ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებს ნუსხავენ. სწორედ ამ თემით დაუკავშირდა Etaloni.ge მათ და სთხოვა 2018 წელი შეეფასებინათ. 

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ბაძაღუა:

ძალიან კარგი წელი იყო - სკოლა ყველა აქტივობაში ჩაერთო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ოლიმპიადებს. აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურზე სკოლამ ათი კომპიუტერი მიიღო. სასწავლო პროცესი კარგად მიმდინარეობდა. ახლა საახალწლო ღონისძიებები გვაქვს და მეორე სემესტრისთვის მეტი შემართებით ვემზადებით. საბოლოო ჯამში 2018 წელს დადებითად ვაფასებთ. 

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის საჯარო სკოლა, დირექტორი გრიგოლ იობაძე:

წარმატებული წელი გვქონდა - განსაკუთრებული იყო „ეტალონთან“ ურთიერთობა. მოსწავლეები შიდა სასკოლო ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ. ასევე, ჩატარდა ვიქტორინები და გაიმართა პროექტები. ბავშვებს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ. სკოლაში სახანძრო სიგნალიზაცია დამონტაჟდა, ზამთარსაც მომზადებული შევხვდით - სკოლას კარგი გათბობა აქვს. 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის საჯარო სკოლა, დირექტორი ირმა გუგავა:

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენმა მოსწავლემ „ეტალონში“ გაიმარჯვა - მესამე ადგილი დაიკავა. ასევე, ორი მოსწავლე სტუდენტი გახდა, ერთმა მოსწავლემ კი კომპიუტერი მიიღო ჯილდოდ.  ასევე, სპორტში ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს - მოსწავლეები ფრენბურთსა და ჩოგბურთში პირველ-მეორე ადგილს იღებენ. მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხიც წინ მიიწევს. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  ხალიფაურის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო გურული:

2018 წელს ჩვენი სკოლის ორი მასწავლებელი დაწინაურდა, რამდენიმე პედაგოგი კი იმავეს  მომავალში გეგმავს. ასევე, ერთმა მოსწავლემ გასულ წელს სკოლა ვერცხლის მედალზე დაასრულა, სხვებმა კი - მაღალი ქულებით. ზოგადად, მოსწავლეები ოლიმპიადებსა თუ  კონფერენციებში მონაწილეობით გამოირჩეოდნენ. 

ტყიბულის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი იზა მორჩაძე:

ამ წელს ჩვენი სკოლის პედაგოგებმა  სტატუსი აიმაღლეს. ასევე, სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებები გქონდა. საერთო ჯამში მშვიდობიანი და დინამიური წელი იყო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლა, დირექტორი მზემზე კახიძე: 


სამწუხაროდ, ჯერ უნდა აღვნიშნო ის, რომ სკოლა 2009 წლიდან სარეაბილიტაციოა. რაც შეეხება მიღწევებს, მცირეკონტიგენტიანი სასწავლებელი ვართ, სკოლა სულ 5-მა მოსწავლემ დაასრულა და მათგან ერთი  სტუდენტი გახდა. ასევე, ჩვენი მოწაფეები ნებისმიერ საგნობრივ ტურში მონაწილეობას იღებენ, კონკურსებში კი წარმატება გვაქვს. სწავლისთვის წყნარი, მშვიდი, ნორმალური გარემოა, სადაც მოსწავლეები წარმატებით სწავლობენ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა, დირექტორი დავით მენაღარიშვილი:

წელს 8 მასწავლებელმა სერტიფიცირება გაიარა, სკოლა სპორტულ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობს; გავიმარჯვეთ პროექტში - „პოლიციის ჩართულობა სკოლის საქმეებში“  და  საჩუქრად ტენისის მაგიდა მივიღეთ. ასევე, ამერიკელები გვაფინანსებენ და სკოლას სველი  წერტილები ევროსტანდარტის მიხედვით გაურემონტდება. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯიხანჯურის საჯარო სკოლა, დირექტორი მიხეილ ხალვაში:

წარმატებული წელი გვქონდა: 20-მა მოსწავლემ მე-12 კლასი დაამთავრა და მათგან 15  სტუდენტია. ასევე, მე-11 კლასის 14-მა მოსწავლემ საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მნიშვნელოვანია, რომ მოწაფეებმა მონაწილეობა „ეტალონში“ მიიღეს. ასევე, სხვადასხვა ოლიმპიადებში ჩაერთნენ. 5-მა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის წოდება მიიღო. საბოლოო ჯამში ეს წელი ჩვენი სკოლისთვის წარმატებული იყო.      

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას თემის საჯარო სკოლა, დირექტორი ნუგზარ ხასაია:

4-მა მოსწავლემ სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და უმაღლესშიც ჩაირიცხნენ. სამმა პედაგოგმა ბარიერი გადალახა და შესაბამისი ქულები დააგროვა. ასევე, შიდა რემონტი ჩავატარეთ. შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წელი სხვა წლებთან შედარებით წარმატებული იყო. 

ხულოს მუნიციპალიტეტის ბოძაურის საჯარო სკოლა, დირექტორი არსენ შავაძე:


გადასარევი წელი გვქონდა - სკოლის პირველი სართული კაპიტალურად გავარემონტეთ, ასევე, გვაქვს ახალი სპორტული მოედანი და განახლებული სველი წერტილები, რითიც აღფრთოვანებულები ვართ. მოსწავლეებს სპორტულ შეჯიბრებებში კარგი შედეგები აქვთ. ამავდროულად, 4-მა სტუდენტმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა. მოკლედ, ყოველგვარი ემოციების გარეშე -2018 წელი სკოლისთვის ძალიან წარმატებული იყო. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა კვიციანი:


მინდა რომ დამდეგი ახალი წელი მთელ საქართველოს მივულოცო და  მშვიდობა  ვუსურვო. 2018 წელი კი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო სკოლისთვის. კერძოდ, 85 მოსწავლიდან  45 მათგანი ათოსანია, ხოლო  მოწაფე, რომელიც დაბალ შეფასებებს იღებს, საერთოდ არ გვყავს. ასევე, ჩვენი მოწაფეებიდან სამი მათგანი ოქროსმედალოსნობის კანდიდატია, ხოლო სხვა სამმა მოწაფემ ჯილდოდ კომპიუტერები მიიღო. აღსანიშნავია, რომ სკოლა  არასამთავრობოებთან აქტიურად კონტაქტობს. კერძოდ, სამოქალაქო კლუბის პედაგოგი ორგანიზაციასთან სიქა (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) უკვე ორი წელია თანამშრომლობს, რომელიც საჭირო ინვენტარით გვამარაგებს. პარალელურად „ენპარდის“ პროექტში ვართ ჩართულნი (ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) და ამან ჩვენ სკოლას ბევრი სიკეთე მოუტანა - სკვერები, სკამები, სპორტული ინვენტარი და სხვა. აღსანიშნავია, რომ  9 სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს, ხოლო ამ წელს 25 პედაგოგიდან ნახევარი დაწინაურდება. დასასრულს, მადლობა „ეტალონს“ თანამშრომლობისთვის. 

შუახევის მუნიციპალიტეტის ვანის საჯარო სკოლა, დირექტორი თემურ ტარიელაძე:

ჩვენი სკოლის მე-7 - მე-8 კლასელებმა აჭარის საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს. ასევე, ჩვენმა მოწაფემ სკოლა მაღალ ქულებზე დაასრულა და ჯილდოდ კომპიუტერი მიიღო.  მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ  „ეტალონის“ კონკურსი მონაწილეობა მიიღო, ჩატარდა, სადაც ასევე წარმატებები გვქონდა, რომელსაც მომავალ წელსაც გავიმეორებთ. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ხათუნა ფიფია:

წარმატებული წელი გვქონდა, რადგან უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენი 17 მოსწავლიდან  12 ჩაირიცხა. ასევე,  სხვადასხვა აქტივობაში ვიყავით ჩართულნი, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ვთანამშრომლობდით. მოსწავლეებმა ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად,  ნაყოფიერი წელი იყო. 

ფოთის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მზისადარ ბახტაძე:

ძალიან წარმატებული წელი იყო: პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს, ასევე, ჩვენი მოსწავლეები ყატარში, ხელბურთის მსოფლიო ოლიმპიადაზე გახლდნენ.  მოწაფეებმა  მათემატიკურ ჭიდილშიც მიიღეს მონაწილეობა და საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი აიღეს. პარალელურად, „კინგსის“ ოლიმპიადაზე ჩვენმა მოსწავლემ ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა და საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია ბავშვთა საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს პეპელა“, სადაც ჩვენმა მოსწავლემ რევაზ ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაღებული საკუთარი ფილმი - „მუხა“ წარადგინა და მაყურებლის სიმპათია მოიპოვა. და ბოლოს, სკოლის  სამი მოსწავლე უმაღლეს სასწავლებელში ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა, რაც დიდი წარმატებაა. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქვემოაკეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან პატარაია:

ძალიან კარგი წელი იყო: მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და 8 პირველკლასელი დაგვემატა, რაც ძალიან კარგია. ასევე, 3-მა პედაგოგმა  სტატუსი აიმაღლა. ღონისძიებებშიც აქტიურად ვართ ჩართული, განსაკუთრებით „ეტალონი“ და izrune.ge მოგვწონს, სადაც სიგელებიც მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენი სკოლისთვის 2018 წელი დადებითი და წარმატებული იყო. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია სიჭინავა:

ნაყოფიერი წელი გვქონდა - სკოლაში ტექნიკური ბაზა მოწესრიგდა, სპორტდარბაზი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გარემონტდა, ახალი ინვენტარი შემოგვემატა. შესაბამისად, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მამათის საჯარო სკოლა, დირექტორი ინეზა ჩიკაშუა:

ჩვენი სკოლის 4 პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. ასევე, მოსწავლეებმა „კინგსის“ ოლიმპიადაში რეგიონის მასშტაბით გაიმარჯვეს. პარალელურად, ისინი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობენ. საბოლოო ჯამში, დადებითი მუხტია სკოლაში და წარმატებული წელი გვქონდა. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფანაგის საჯარო სკოლა, დირექტორი ბესიკი მუკბანიანი:

სკოლისთვის კარგი წელი იყო, რადგან სამინისტრომ ხელფასების მატება დააანონსა. ასევე,  სრულყოფილი, სასწავლო წელი გვქონდა და მას მხოლოდ დადებითად შევაფასებ. 

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლა, დირექტორი შახვალად ნაბიევი:

წარმატებული წელი იყო: ჩვენმა ორმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო, სხვა ორმა მასწავლებელმა კი საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები ჩააბარა. ასევე, „სტემის” (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების) ფარგლებში პედაგოგებმა ტრენინგები გაიარეს. საერთოდ, სკოლას დარღვევა არ ჰქონია და 2018 წელს ძალიან დადებითად ვაფასებთ. 

თბილისის N26 საჯარო სკოლა, დირექტორი ჟუჟუნა გაბაიძე:

ჩვენი სკოლის მასწავლებელმა გარე დაკვირვება გაიარა, 5-მა პედაგოგმა კი სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებელი გახდა. პროექტები, ღონისძიებები, ოლიმპიადები - ყველგან აქტიურად ვართ ჩართულნი. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდარის საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ პაპავა:

წელს ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ახალი შენობა, რომელიც გადმოგვეცა და ჩვენი 16 მოსწავლე ახლა უკვე კომფორტულ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში სწავლობს.  ამავე დროს სამმა მასწავლებელმა უფროსი პედაგოგის სტატუსი მოიპოვა. ასევე,  უცხოელი მოხალისე პედაგოგი გვყავს, რომელიც  ჩვენთან ორი წელი იმუშავებს და ინგლისურ ენას ასწავლის. საბოლოო ჯამში სკოლაში კარგი ღონისძიებები ჩატარდა და ბავშვებიც უფრო მოტივირებულნი გახდნენ.

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ვალერი გოგნაძე:

2018 წელს ჩვენი სკოლის მოსწავლე „ეტალონის“  ფინალში მოხვდა და ათეულში შევიდა. ასევე, მოწაფეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრებებში თავი ისახელეს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადებზე წარმატებები გვაქვს. რაც შეეხება პედაგოგებს, ექვსმა მათგანმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. საერთო ჯამში, ჩვენი სკოლის 28  პედაგოგიდან  17-ს უფროსის სტატუსი აქვს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის საჯარო სკოლა, დირექტორი შორენა ახვლედიანი:

წელს ჩვენი სკოლის მე-10 კლასის ერთმა მოსწავლემ ჯილდოდ კომპიუტერი მიიღო; ასევე, განხორციელდა პროექტი „იყავი მეწარმე“, რომელიც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 30 სკოლაში ჩატარდა და მათ შორის ჩვენც ვიყავით. აღსანიშნავია, რომ მე-10 კლასში ოფიციალურად ტარდება მეწარმეობის გაკვეთილი. პარალელურად, ჩვენ მოწაფეებს  ინტელექტუალურ თამაშებსა და ოლიმპიადებში კარგი შედეგები აქვთ.  საბოლოო ჯამში კარგი, წარმატებული წელი გვქონდა.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება