სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

როგორი მოქალაქეები უნდა აღზარდონ პედაგოგებმა? - გაეცანით დირექტორების მოსაზრებებს
14-12-2018
-
+


პედაგოგის მოვალეობა მხოლოდ განათლების გადაცემა არ არის. უპირველესად ის მოსწავლეს მოქალაქედ აყალიბებს. სწორედ ამიტომ, Etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა უნდა იყოს მასწავლებლის მთავრი მიზანი მოსწავლესთან ურთიერთობისას, მისი როგორ პიროვნებად ჩამოყალიბება? ამ კითხვაზე სკოლის დირექტორები გვპასუხობენ.

ნიგოზეთის საჯარო სკოლა, დირექტორი მერი პაპიძე:

უმთავრესია მოსწავლის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება, რადგან დამოუკიდებელ ქვეყანაში ეს აუცილებელია. მას უნდა შეეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამისთვის პედაგოგმა მთელი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.

ქობულეთის N3 საჯარო სკოლა, ნანა  მენაბდე:

აქტიური, დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა - ეს არის სკოლის მთავარი დანიშნულება. ეს არის არაფორმალური და ფორმალური განათლების შედეგი და გავლენა, რომელსაც სხვადასხვა ღონისძიებით ვაღწევთ. ამისთვის, მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი და მოტივირებული. დღეს,  კლასის ხელმძღვანელობა დაბალი ხელფასის ფონზე გმირობაა. სწორედ ამიტომ, პედაგოგებს წახალისება სჭირდებათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ პირობებშიც მასწავლებელმა უანგარო სიყვარული და ზრუნვა უნდა გამოიჩინოს და ასეც ხდება.

ზემოსურების საჯარო სკოლა, დირექტორი გელა ეზიეშვილი:

პედაგოგმა მოსწავლე  კარგ, ზრდილობიან, სახელმწიფოსთვის აქტიურ მოქალაქედ უნდა ჩამოაყალიბოს. ამისთვის კი მასწავლებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ალავერდის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაალ სხილაძე:

მოსწავლე დემოკრატ და აქტიურ მოქალაქედ უნდა ჩამოყალიბდეს. ეს ნიშნავს სამოქალაქო საქმიანობებში სრულფასოვან და ღირსეულ  ჩართვას. ამისთვის კი ჯერ თავად მასწავლებელი უნდა იყოს  აქტიური მოქალაქე და ამ მხრივ გამოცდილება უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება.

გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლა, დირექტორი თამაზ ცაგარეიშვილი:

პედაგოგის და ზოგადად, სკოლის მიზანი თანამედროვე მოქალაქის აღზრდაა.  ეს ნიშნავს წარსულის დამფასებელსა და აწმყოში ნოვატორს, რომელსაც ნოვაციების გაგება და ტრადიციასთან მიმართებაში გამოყენება შეუძლია. არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი უცბად შეცვალოს. გარდაქმნა რევოლუციური კი არა, ევოლუციური უნდა იყოს.

კვირიკეს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ხალვაში:

პედაგოგის მიზანი უნდა იყოს მოსწავლის აქტიურ მოქალაქედ და კრიტიკულ მოაზროვნედ ჩამოყალიბება. ეს მოსწავლისთვისაც კარგია - საკუთარი თავის კრიტიკასაც ისწავლის, რაც მას სხვა თვისებების გამოვლენაშიც შეუწყობს ხელს. პედაგოგი თავისი საქმის მცოდნე უნდა იყოს და აღზრდის საკითხებშიც ერკვეოდეს. ჩვენ გვყავს ასეთი მასწავლებლები და ეს მეამაყება.

შუასურების საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა სიხარულიძე:

მოსწავლის სწორად აღზრდაა მიზანი. ანუ, სოციალური და  კომუნიკაციის უნარები უნდა ჰქონდეს, განათლებული  და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა, რომ პედაგოგი თავისი საქმის მცოდნე იყოს და არამხოლოდ სწავლება, არამედ აღზრდაც უნდა შეეძლოს. საბედნიეროდ, ამგვარი კადრები არსებობენ.

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი თამაზ კილაძე:

ყველაზე მთავარია კრიტიკული აზროვნების განვითარება.  ამისთვის პედაგოგის სწავლის მეთოდოლოგია ფიქრსა და გააზრებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ დროს მოსწავლეს ანალიზის უნარი უვითარდება. ასეთი პედაგოგები რომ არ გვყავდეს, სკოლა არ გვექნებოდა, თუმცა, მაინც ერთეულები არიან. სწორედ ამიტომ ტარდება ტრენინგები, რომ კვალიფიკაცია, შეხედულება და დამოკიდებულება ამაღლდეს.

თბილისის N26 საჯარო სკოლა, დირექტორი ჟუჟუნა გაბაიძე:

მოსწავლე აქტიურ მოქალაქედ უნდა აღიზარდოს, რომელსაც კრიტიკული აზროვნება და ლიდერობის თვისებები გააჩნია.  ეს კი  პედაგოგმა უნდა გამოუმუშავოს. ამისთვის სკოლაში არაფორმალური აქტივობები ხორციელდება. შესაბამისად, თავად მასწავლებელი უნდა იყოს ასეთი.  ვერ ვიტყვით, რომ მრავლად არიან ამგვარი მასწავლებლები, მაგრამ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე სულ მიდის მუშაობა.

ატოცის საჯარო სკოლა, დირექტორი ლიანა ქოჩიშვილი:

პედაგოგმა დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების მქონე და დადებითი პიროვნული თვისებების მქონე მოსწავლე უნდა აღზარდოს. შესაბამისად, მასწავლებელი ამ თვისებებს თავად უნდა ატარებდეს და მაგალითის მიმცემი იყოს, რადგან მოსწავლეები მას ბაძავენ. ასეთი პედაგოგები ჩვენ გარშემო არსებობენ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება