| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ანაბასისში“ დიდი ქართველი პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 186-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული განსაკუთრებული სიყვარულით, შემოქმედებითი მუხტითა და შემეცნებითი აღმოჩენებით წარიმართა.
კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნისა და კითხვის სიყვარულის გაღვივება, წაკითხულის გააზრების, მეტყველების, წერისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, ქართული ენისა და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის გაღრმავება და იმ დიდი მემკვიდრეობის გაცოცხლება, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა მომავალ თაობებს დაუტოვა.
სამიზნე ჯგუფი იყო: II–VI კლასების მოსწავლეები
პროექტის ორგანიზატორი: დაწყებითი კლასების კათედრა/კათედრის ხელმძღვანელი: ლოლიტა ნებიერიძე/პედაგოგები: მარიამ ჭულუხაძე, თამარ ვეფხვაძე, სოფო ტატულაშვილი, ლანა ჩუბინიძე, თამარ სვანიძე და ქეთი ყიფიანი.
კვერეული ხუთი სასწავლო დღე გაგრძელდა და ცოდნის, შემოქმედებისა და აღმოჩენების საინტერესო გამოცდილებად იქცა.
დღე პირველი : „იაკობის სამყარო“ - მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი მოღვაწის ბიოგრაფიას, მის ცხოვრებასა და საგანმანათლებლო ღვაწლს, გაიაზრეს „დედაენის“ შექმნის მნიშვნელობა და ბრძენკაცის დანატოვარი კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს.
დღე მეორე:„კითხვისა და წერის ოსტატები“ - ბავშვებმა წაიკითხეს და გააანალიზეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და იგავები, უპასუხეს ტექსტებთან დაკავშირებულ შეკითხვებს, იმსჯელეს პერსონაჟთა საქციელზე, გამოიტანეს დასკვნები და საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. უცნობი ტექსტების კითხვა, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და გაუმჯობესებაში დაეხმარა.
დღე მესამე:„სახალისო ენობრივი თამაშები და კალიგრაფია“ - რებუსების ამოხსნა, სიტყვებზე დაკვირვება, ბრუნვების დალაგება, მეტყველების ნაწილების ამოცნობა, სინონიმებისა და ანტონიმების გახსენება და კალიგრაფიული დავალებები სასწავლო პროცესს ხალისიან და აზარტულ გამოცდილებად აქცევდა. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწავლა თამაშითაც შეიძლება იყოს საინტერესო და შედეგიანი.
დღე მეოთხე : „თეატრალიზაცია და შემოქმედებითი უნარები“ - მოსწავლეებმა გოგებაშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები გააცოცხლეს, წარმოადგინეს მცირე სცენები, ინტერვიუ გამართეს იაკობ გოგებაშვილთან, მოისმინეს მისი სიმბოლური დარიგება, მიუძღვნეს სიმღერა და სამშობლოს სიყვარულით ცხოვრების პირობა დადეს. სიტყვა, ემოცია და სცენური გარდასახვა ბავშვების შემოქმედებითობასა და გუნდური მუშაობის უნარებს წარმოაჩენდა.
დღე მეხუთე: „იაკობ გოგებაშვილი და თანამედროვეობა“ - მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, ჩანახატები და კედლის გაზეთები, მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენები და საკუთარი თვალით დანახული იაკობის სამყარო თანატოლებს გაუზიარეს.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა შეხვედრაც: მეხუთეკლასელებმა მეორე კლასის მოსწავლეებს გოგებაშვილის მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილებები და საინტერესო ამბები გაუზიარეს. ამ შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ცოდნა კიდევ უფრო ღირებული ხდება, როდესაც მას ერთმანეთს ვუზიარებთ, ხოლო უფროსისა და უმცროსის მეგობრობა სწავლის პროცესს სითბოსა და ახალ მნიშვნელობას სძენს.
კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი და სასწავლო-შემეცნებითთან ერად სახალისო აღმოჩნდა.
კვირეულმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ცოდნა მხოლოდ მოესმინათ კი არა, თავად ეკვლიათ, წაეკითხათ, გაეაზრებინათ, შეექმნათ, ეთამაშათ, ემსჯელათ და საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინათ. განვითარდა მათი კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ზეპირი მეტყველება, წერითი კულტურა, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა და თვითშეფასების უნარი. ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს, რომ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობა მხოლოდ წარსული არ არის - ის დღევანდელი განათლებისა და მომავალი თაობების აღზრდის ცოცხალი საფუძველია.
„კვირეულის თითოეულმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა: როდესაც ბავშვი წიგნს ეზიარება, საკუთარ აზრს გამოხატავს, ქმნის და სხვებთან თანამშრომლობს, ცოდნა გამოცდილებად, გამოცდილება კი ღირებულებად იქცევა.
გულითად მადლობას ვუხდით კვირეულის ორგანიზატორ მასწავლებლებს, თითოეულ მოსწავლესა და მშობელს, რომლებმაც თავიანთი მონდომებით, შემოქმედებითობითა და ჩართულობით ეს დღეები ნამდვილ საგანმანათლებლო დღესასწაულად აქციეს.
იაკობ გოგებაშვილის სიტყვა, მისი სიყვარული ენისა და სამშობლოსადმი კვლავაც გვაერთიანებს საერთო მიზნის გარშემო — აღვზარდოთ მოაზროვნე, შემოქმედებითი, წიგნის მოყვარული და ეროვნული ღირებულებების მატარებელი თაობა.
სკოლა „ანაბასისი“ — სადაც ცოდნა, შემოქმედება და სამშობლოს სიყვარული ერთად იზრდება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მომავალ თაობას სახელოვანი წინაპრის დანატოვარზე ზრდიან.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას