| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საკუთარი ძალების რწმენა ყველაზე დიდ აღმოჩენად იქცევა და სწორედ ასეთ გარემოს ქმნის საქართველოს ეროვნული მედიაპროექტი „ეტალონი“, izrune.ge-სთან ერთად, რომელიც მოსწავლეებს კიდევ ერთ დიდ ინტელექტუალურ თავგადასავალს სთავაზობს. 10 და 11 ნოემბერს ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადაზე შეიკრიბებიან, რათა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას დაანახონ.
დაიმახსოვრეთ: აქ თითოეული წამი მნიშვნელოვანია - ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას, რადგან საკუთარი თავის გამოცდა და მუდმივი სწრაფვა წარმატებისკენ მხოლოდ მომავალ ლიდერებს ახასიათებთ. „ეტალონის“ ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადა კი მონაწილეებს აძლევს შანსს, საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალი დიდ წარმატებად აქციონ.
ოლიმპიადის უმთავრესი მისია არა მხოლოდ ფორმალური ცოდნის შეფასება, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული უნარ-ჩვევების - სტრატეგიული აზროვნებისა და შინაგანი მოტივაციის - განვითარებაა. ამიტომ ჩვენს ყველა ოლიმპიელს შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები მკაცრად შეზღუდულ დროში და გააანალიზოს საკუთარი მიღწევები.
გაითვალისწინეთ: „ეტალონის“ ოლიმპიადაზე თითოეული ბავშვის მცდელობა ფასდება, თუმცა საუკეთესოებს განსაკუთრებული აღიარება ელით; ტესტის დასრულებისთანავე, ყველა მონაწილეს სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი გადაეცემა; ასევე გამოვლინდებიან ოქროს და ვერცხლის დიპლომის მფლობელები, რომელთა საამაყო წარმატების დიპლომებიც საჯაროდ გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია: გამოვლინდებიან უმაღლესი ხუთი ქულის მფლობელი მოსწავლეები, რომელთა შესახებ, ახალ სასწავლო წელს, გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ისევე როგორც მათ მშობლიურ სკოლებში.
რაც მთვარია, „ეტალონის“ ოლიმპიადა ახალგაზრდებს ასწავლის, რომ წარმატება არა შემთხვევითობა, არამედ ყოველდღიური შრომისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგია.
შემოუერთდით 10-11 ნოემბრის ოლიმპიადას, გამოსცადეთ საკუთარი ლოგიკა და გახსოვდეთ: ეს არის გამოცდილება, რომელიც თქვენს მომავალ ტრიუმფს ჩაუყრის საფუძველს!
ოლიმპიადა ონლაინ ფორმატში გაიმართება I-XI კლასის მოსწავლეებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ
ასევე იხილეთ:
გზა დიდი წარმატებისკენ - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ინგლისური ენით იწყება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება!
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას