სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზინობიანის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
12-11-2026
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს. 

პატარები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას -  „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და სკოლის ეზოში სახელობითი ხეები დარგეს. 

ზინობიანის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა.

„პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული მონაწილეობით გაეცნონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას, დაეხმარება გააცნობიერონ, რომ თითოეული ადამიანის ქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაში. ნერგის მოვლის პროცესი კი მათ აჩვენებს, რომ ბუნებაზე ზრუნვა ერთჯერადი აქტივობა არ არის - ის მუდმივ ყურადღებას, ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. დღეს ჩვენმა საყვარელმა პირველკლასელებმა პატარა ხელებით დარგეს ნერგები სკოლის ეზოში. მომავალში ისინი დააკვირდებიან ნერგის გაზრდას და აქედანვე გააცნობიერებენ საკუთარ როლს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე სახელობითი ნერგები დარგეს
 
მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება