სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს
10-11-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი სკოლებისა და კოლეჯების მასწავლებელთა ტრენინგების ციკლი დაიწყო.

ტრენინგი სახელწოდებით „ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებისა და შეფასების ძირითადი საკითხები“ განკუთვნილია როგორც დარგის, ისე ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებლებისთვის.

მისი მიზანია მასწავლებლებისთვის სწავლებისა და შეფასების ძირითადი პრინციპების პრაქტიკული გაცნობა, პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და სასწავლო პროცესში შეფასების ეფექტიანი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სტრუქტურა;

თემა, სამიზნე ცნება და სწავლის შედეგი;

კომპლექსური დავალება;

შეფასების ტაქსონომია და შეფასების მტკიცებულებები;

სტუდენტის პორტფოლიო;

მასწავლებლის შეფასების დასაბუთება;

დადასტურებისა და ვერიფიკაციის პროცესი;

არადიფერენცირებული შეფასების დიფერენცირებულ შეფასებაში კონვერტაცია.

ტრენინგები ონლაინ, Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. თითოეული ტრენინგი მოიცავს 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს.

ტრენინგების ციკლი წლის ბოლომდე გაგრძელდება და 400-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადებას ითვალისწინებს.

პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარებას, ინტეგრირებული მოდულების სწავლებისა და შეფასების ხარისხის გაუმჯობესებას და სასწავლო პროცესში თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება