სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თამარისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოს გამწვანებაში წვლილი შეიტანეს
12-11-2026
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გამწვანების კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. 

პატარები მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას -  „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და შერჩეულ ტერიტორიზე სახელობითი ხეები დარგეს. 

დაბა თამარისის საჯარო სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან, ამიტომ ინიციატივა ახარებთ.

„ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა თავისი პატარა წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში. სიხარულით დარგეს პატარა ნერგები. მომავალშიც ასე სიხარულით დაგერგოთ და გეზრუნოთ გარემოზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება