| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაში მონაწილეობის მიზნით საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევად.
კონკურსის მიზანია მოტივირებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების შერჩევა, რომლებიც ცერნში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სასწავლო პროცესში დანერგავენ და კოლეგებსაც გაუზიარებენ.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საჯარო სკოლების მოქმედ ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებსაც:
დადასტურებული აქვთ ფიზიკის საგნობრივი კომპეტენცია ან/და გააჩნიათ ფიზიკის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხი;
აქვთ სკოლაში ფიზიკის სწავლების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი CERN -ის კვლევით ცენტრში.
განაცხადის წარდგენის წესი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ teachers.gov.ge-ის ოფიციალური ელფოსტიდან მისამართზე: cern@tpdc.ge
რეზიუმე (CV);
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
პრეზენტაცია PDF ან PowerPoint ფორმატში.
პრეზენტაცია:
პრეზენტაციის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს და უნდა მოიცავდეს ორ სავალდებულო ნაწილს:
1. კანდიდატის საუკეთესო პრაქტიკა ფიზიკის სწავლების პროცესში - სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს კანდიდატის მიერ რეალურად განხორციელებული ერთი კონკრეტული საგანმანათლებლო პრაქტიკა - გაკვეთილი, ექსპერიმენტი, პროექტი, კვლევითი დავალება, STEM აქტივობა, ფიზიკის კლუბის საქმიანობა ან სწავლების სხვა გამოცდილება.
პრეზენტაციაში სასურველია აისახოს:
კონტექსტი და მიზანი - რა საჭიროებას პასუხობდა წარმოდგენილი პრაქტიკა და რა იყო მისი მიზანი;
ფიზიკის საგნობრივი საფუძველი - რა ფიზიკურ საკითხებს მოიცავდა აქტივობა და რამდენად სწორად იყო გამოყენებული შესაბამისი საგნობრივი ცოდნა;
მეთოდოლოგია და მოსწავლეთა ჩართულობა - როგორ დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობა, რა როლი ჰქონდათ მოსწავლეებს კვლევის, ექსპერიმენტის, დაკვირვებისა თუ პრობლემის გადაჭრის პროცესში;
შედეგები და გავლენა - როგორ აისახა განხორციელებული პრაქტიკა მოსწავლეთა ცოდნაზე, უნარებზე, მოტივაციასა და ჩართულობაზე;
პროფესიული რეფლექსია - რას მიიჩნევს კანდიდატი განხორციელებული პრაქტიკის ძლიერ მხარედ და რას გააუმჯობესებდა მომავალში.
პრეზენტაციას უნდა ახლდეს სულ მცირე ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს წარმოდგენილი პრაქტიკის რეალურად განხორციელებას და წარმოაჩენს კანდიდატის პირად წვლილს.
2. ცერნისა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობა - კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს:
რა იცის ცერნის საქმიანობისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
რა პროფესიული საჭიროებები და ინტერესები აქვს, რომელთა განვითარებასაც აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს;
როგორ უკავშირდება ცერნის საქმიანობა და პროგრამის შინაარსი მის დღევანდელ პედაგოგიურ პრაქტიკას;
რა მოლოდინები აქვს სტაჟირებისგან;
როგორ გამოიყენებს სტაჟირების ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ სასწავლო პროცესში;
როგორ გაუზიარებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს, სკოლას, პროფესიულ საზოგადოებასა და ფიზიკის სხვა მასწავლებლებს.
განაცხადების მიღების ვადა:
განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 9 ნოემბერს და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით. დაგვიანებით ან/და არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატების შერჩევას განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, წარდგენილი პრეზენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრების განრიგის შესახებ კანდიდატებს ინფორმაცია მიეწოდებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. გასაუბრება ჩატარდება ონლაინ, პლატფორმა TEAMS-ის მეშვეობით.
კანდიდატები შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და შეფასების რუბრიკის საფუძველზე.
შეფასებისას ყურადღება მიექცევა:
ფიზიკის საგნობრივი შინაარსის გააზრებასა და სწორად გამოყენებას;
სწავლების მეთოდოლოგიასა და ეფექტიანი სასწავლო მიდგომების გამოყენებას;
მოსწავლეთა ჩართულობასა და წარმოდგენილი პრაქტიკის შედეგებს;
კანდიდატის პროფესიულ რეფლექსიასა და განვითარების ხედვას;
ცერნისა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობას;
სტაჟირების შედეგად მიღებული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოყენებისა და კოლეგებისთვის გაზიარების მზაობას.
კონკურსის შედეგად შერჩეული 10 მასწავლებელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაემგზავრება ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე, რომელიც 2027 წლის 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით გაიმართება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სტაჟირების მონაწილეთა მგზავრობის, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმები ცნობილია
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას