სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ვართ ბულინგის წინააღმდეგ!- მეტი თანაგრძნობა, მეტი ურთიერთპატივისცემა, მეტი სიყვარული!“-თბილისის N219 სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
11-11-2026
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან და მეტ თანაგრძნობას, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულის ასწავლიან. 

ამჯერად, სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ გაილაშქრეს. 

30 ოქტომბერს, სკოლის სააქტო დარბაზში, მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის - ბულინგის შესახებ განხორციელებული სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ინგლისური ენის მასწავლებლების - მარი ოდიშელიძისა და ია ადიკაშვილის ხელმძღვანელობით მე-8ა და მე-8ბ კლასებში განხორციელდა.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის ფარგლებში მომზადებული პრეზენტაცია, რომლის მთავარი გზავნილი იყო - „ბულინგი არ არის ხუმრობა, არ არის უმნიშვნელო ქცევა და არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ!“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება არ ყოფილა. მისი მთავარი ღირებულება იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის გააზრება.

„გვჯერა, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის. სკოლა ის სივრცეა, სადაც ბავშვები სწავლობენ ადამიანობას, განსხვავებულობის მიღებას, ერთმანეთის მოსმენასა და დაცვას.

გვახსოვდეს: ერთმა კეთილმა სიტყვამ შეიძლება ვიღაცის დღე შეცვალოს და ადამიანი მარტოობის განცდისგან იხსნას.

ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა! მადლობა, პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებლებსა და თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის, საინტერესო ნამუშევრისა და მნიშვნელოვანი სათქმელისთვის!

 ერთად შევქმნათ სკოლა, სადაც ყველა მოსწავლე თავს დაცულად, დაფასებულად და მიღებულად იგრძნობს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პიროვნება
სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ციალა გულედანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება