| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
10 ნოემბერს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-7ა და მე-7ბ კლასების მოსწავლეები დამრიგებლებთან, მაია ჩეჩელაშვილთან და რუსუდან აბაშიძესთან, ერთად ესტუმრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.
ახლოდან გაეცნენ იმ გმირულ პროფესიას, რომელიც ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
მოსწავლეებმა მოისმინეს თეორიული ინფორმაცია სამაშველო სამსახურის საქმიანობის შესახებ, ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, გაეცნენ ამა თუ იმ ტექნიკის დანიშნულებას და გამოყენების წესებს. მათ მოირგეს მეხანძრე-მაშველის ფორმები და მცირე დროით თავი ნამდვილ მაშველებად იგრძნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ამ პროფესიის გაცნობა, პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი შეგნების გაღვივება და მომავალი გზის გააზრებაში მხარდაჭერა.
„დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს თბილი მიღებისთვის, საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას