სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს
11-11-2026
-
+


27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. თარიღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის გაბადებიდან 186 წლისთავი აღნიშნეს.

შთამბეჭდავი და საინტერესო ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ ინეზა არდია, სავსე იყო ბავშვების გულწრფელი ემოციებითა და ცოდნით.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორი და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, რომლებმაც იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და „დედაენის“ უდიდეს როლზე ისაუბრეს.

პატარებმა განსაკუთრებული მონდომებით წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: წაიკითხეს ყველასთვის ნაცნობი ციტატები, ლექსები. ასევე მოისმინეს მწერლის ზღაპრები და მოთხრობები, განიხილეს ნაწარმოებების მთავარი დედააზრი და სათქმელი.

„მსგავსი შეხვედრები საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ პატარაობიდანვე შევაყვაროთ ბავშვებს მშობლიური ენა, კულტურა და ქართული მწერლობა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ვიდეო:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება