| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იუნისეფის გასული წლის მონაცემებით მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვს სიმსუქნე აწუხებს, რაც დაახლოებით 188 მილიონს შეადგენს. სპეციალისტები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არაბალანსირებულ კვებას ასახელებენ. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, სკოლებში დანერგონ კვების მკაფიო სტანდარტები.
საინტერესოა როგორია სასკოლო კვების სტანდარტები სხვადასხვა ქვეყანაში და რისი გაყიდვა იკრძალება სასკოლო სასადილოებში?
აშშ-ში სასკოლო კვების ეროვნული პროგრამა 1946 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად 30 მილიონზე მეტი ბავშვი უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით იღებს სასკოლო კვებას. დროთა განმავლობაში სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მოსწავლეებში სიმსუქნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა - ჭარბი წონა თითქმის ყოველ მესამე მოზარდს აღენიშნებოდა. ამის მიზეზად კერძებში შაქრის, მარილისა და ცხიმების ჭარბი შემცველობა, ასევე ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობა დასახელდა. 2010 წელს ქვეყანაში სასკოლო კვების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდა: მენიუში გაიზარდა ბოსტნეულის, ხილისა და მთლიანი მარცვლეულის პროდუქტების წილი. თუმცა მოსწავლეთა ნაწილმა შეთავაზებულ მენიუზე უარი თქვა. ამის გამო 2020 წელს გარკვეული მოთხოვნები შეარბილეს, მათ შორის მარილის შემცველობასა და მთლიანი მარცვლეულის პროდუქტების წილთან დაკავშირებით, ასევე დაუშვეს დანამატების შემცველი რძის მიწოდებაც.
აშშ-ს სკოლებში აკრძალულია ან მკაცრად შეზღუდულია შემდეგი პროდუქტების გაყიდვა:
შვედეთში ბავშვთა სიმსუქნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. 1937 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოსწავლე, ოჯახის შემოსავლის მიუხედავად, უფასო სასკოლო კვებით სარგებლობს. სახელმწიფო ყოველწლიურად ამ პროგრამისთვის დაახლოებით 300 მილიონ ევროს გამოყოფს. მენიუ ეროვნული კვებითი რეკომენდაციების საფუძველზე დგება. შვედეთის მრავალ სკოლაში მოქმედებს ბუფეტის სისტემა, სადაც ბავშვები თავად ირჩევენ სასურველ კერძებსა და სალათებს. ამასთან, სკოლებში აკრძალულია ტკბილი სასმელები, ჩიფსები, ორცხობილა და ნაყინი, ამასთან დაუშვებელია მათი სკოლაში თან მიტანაც.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების საკითხების განხილვასაც, რაც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
ახლახან, ესპანეთში ძალაში შევიდა სასკოლო სასადილოებში კვების ახალი წესები. რეფორმა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა და ის ვრცელდება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე - როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საბავშვო ბაღებზე, სკოლებსა და კოლეჯებზე.
ახალი რეგლამენტი სასკოლო კვების ხარისხთან დაკავშირებით მკაცრ მოთხოვნებს აწესებს. ამიერიდან მენიუ უნდა შედგებოდეს ახალი, სეზონური პროდუქტებისგან და მოიცავდეს ბოსტნეულს, ხილს, პარკოსნებს, მთლიანი მარცვლეულის პროდუქტებს, თხილეულს, ასევე თევზს, კვერცხსა და რძის პროდუქტებს. ხორციდან უპირატესობა ენიჭება ფრინველისა და კურდღლის ხორცს. ამასთან, მენიუში გამოყენებული ხილისა და ბოსტნეულის არანაკლებ 45% სეზონური უნდა იყოს. მნიშვნელოვნად იზღუდება ნახევარფაბრიკატებისა და შემწვარი კერძების გამოყენება. ისეთი პროდუქტების, როგორიცაა - პიცა და კროკეტები - მიწოდება დასაშვები იქნება არაუმეტეს თვეში ერთხელ, ხოლო შემწვარი კერძები მენიუში კვირაში მაქსიმუმ ერთხელ შეიძლება შევიდეს.
იცვლება საკვების მომზადების მეთოდებიც. უპირატესობა ენიჭება გამოცხობას, მოხარშვას, მოთუშვას, ორთქლზე და გრილზე მომზადებას. ასევე შემცირდება მარილის რაოდენობა, ხოლო სასმელებიდან ერთადერთი ნებადართული სასმელი წყალი იქნება. რეგლამენტი მკაფიოდ განსაზღვრავს კვირის განმავლობაში სხვადასხვა პროდუქტის მიწოდების სიხშირესაც. პარკოსნები და ბოსტნეული მენიუში კვირაში ორჯერ, თევზი - სამჯერ, კვერცხი — ორჯერ, ხოლო ხორცი — არაუმეტეს სამჯერ უნდა იყოს წარმოდგენილი. წითელი ხორცი დასაშვებია არაუმეტეს კვირაში ერთხელ, ხოლო გადამუშავებული ხორცპროდუქტები -არაუმეტეს თვეში ორჯერ. ამასთან, წახალისებულია მცენარეული ცილების აქტიური გამოყენება, განსაკუთრებით ვეგეტარიანული მენიუს შემთხვევაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დესერტებსაც. ახალი ხილი მოსწავლეებს კვირაში ხუთჯერ უნდა მიეწოდოთ, ხოლო ტკბილი რძის დესერტები - არაუმეტეს კვირაში ერთხელ. გარდა ამისა, სკოლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ სპეციალური მენიუ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია, გარკვეული პროდუქტების აუტანლობა, ან კვების განსაკუთრებული მოთხოვნები რელიგიური თუ ეთიკური მიზეზების გამო. ცვლილებები შეეხო სკოლის ბუფეტებსა და სავაჭრო ავტომატებსაც.
ამიერიდან აკრძალულია ისეთი პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც შეიცავს შაქრის, მარილისა და გაჯერებული ცხიმების მაღალ რაოდენობას, ასევე კოფეინის შემცველი სასმელების რეალიზაცია. გარდა ამისა, სავაჭრო ავტომატები არ უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის და მათზე რეკლამის განთავსებაც აკრძალულია.
იაპონიაში სასკოლო სადილების დანერგვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, რათა გაზრდილიყო სკოლებში დასწრების მაჩვენებელი და გაუმჯობესებულიყო ბავშვების კვება. 1954 წელს კი მიღებულ იქნა კანონი სასკოლო კვების შესახებ, რომლის თანახმადაც, სასკოლო სადილი სასწავლო პროცესის შემადგენელ ნაწილად იქცა. ბავშვები თავად მონაწილეობენ სუფრის გაწყობაში, მსჯელობენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე და ეცნობიან სწორი კვებითი ჩვევების საფუძვლებს. პროგრამის განვითარების პროცესში მენიუ ტრადიციულ ბრინჯზე დაფუძნებულ იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მრავალფეროვანი კერძებით შეივსო, მათ შორის სხვა ქვეყნების სამზარეულოს ელემენტებითაც. ამჟამად იაპონიის სკოლების თითქმის 80% მოსწავლეებს ცხელ კვებას სთავაზობს. მშობლები მხოლოდ გამოყენებული ინგრედიენტების ღირებულებას იხდიან, როგორც სასკოლო მომსახურების ნაწილის საფასურს.
იაპონიაში სასკოლო სადილების დანერგვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, რათა გაზრდილიყო სკოლებში დასწრების მაჩვენებელი და გაუმჯობესებულიყო ბავშვების კვება. 1954 წელს კი მიიღეს კანონი სასკოლო კვების შესახებ, რომლის თანახმადაც, სასკოლო სადილი სასწავლო პროცესის შემადგენელ ნაწილად იქცა. ბავშვები თავად მონაწილეობენ სუფრის გაწყობაში, მსჯელობენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე და ეცნობიან სწორი კვებითი ჩვევების საფუძვლებს.
პროგრამის განვითარების პროცესში მენიუ ტრადიციულ ბრინჯზე დაფუძნებულ იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მრავალფეროვანი კერძებით შეივსო, მათ შორის სხვა ქვეყნების სამზარეულოს ელემენტებითაც. ამჟამად იაპონიის სკოლების თითქმის 80% მოსწავლეებს ცხელ საკვებს სთავაზობს. მშობლები მხოლოდ გამოყენებული ინგრედიენტების ღირებულებას იხდიან, როგორც სასკოლო მომსახურების ნაწილის საფასურს.
სკოლების უმრავლესობაში არც ბუფეტი და არც სავაჭრო ავტომატები არ ფუნქციონირებს, განსაკუთრებით დაწყებით სკოლებში. გარდა ამისა: მოსწავლეებს ხშირად არ აქვთ უფლება, სკოლაში თან იქონიონ ტკბილეული ან გაზიანი სასმელები.
სასმელად ძირითადად ხელმისაწვდომია წყალი, ჩაი ან რძე.
სკოლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კვებითი კულტურის სწავლებას, ამიტომ არაჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობა შეგნებულად იზღუდება.
იხილეთ ასევე: რას აჭმევენ მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში?
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს