სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

რას აჭმევენ მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში?
07-06-2026
-
+


სასკოლო კვება იშვიათად ტოვებს ვინმეს გულგრილს: მშობლებს შვილების ლანგარზე დაბალანსებული სადილის ხილვა სურთ, თავად ბავშვები პიცასა და ბურგერებზე ოცნებობენ, სასადილოს პერსონალი კი ცდილობს დააკმაყოფილოს როგორც ზემოთაღნიშნულთა მოთხოვნები, ისე სახელმწიფოს სტანდარტები. საინტერესოა როგორ გამოიყურება ჩვეული სასკოლო სადილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

ევროპა: უბრალო სადილიდან გასტრონომიულ ტრადიციებამდე

დიდი ბრიტანეთში სკოლის სასადილო ბავშვებს სთავაზობს მოხარშულ კარტოფილს ან ბარდას, ლობიოს პომიდორის სოუსში, ყვავილოვან კომბოსტოს ყველით და ასევე სოსისსა და ნაგეტსებს. ამ ყველაფერს ემატება კრემ-სუპი, ბოსტნეულის სალათთან ერთად, ხოლო დესერტად ვაშლი ან ნამცხვარი.

საფრანგეთში სასკოლო კვება სამაგალითოა: სადილი ყოველთვის მოიცავს ხორცს ან თევზს, მაკარონს ან კარტოფილს, ბროკოლს, სალათს, ცოტა დესერტს და, რა თქმა უნდა, ფრანგული ხრაშუნა პურის ნაჭერს. აქ კვება საგანმანათლებლო კულტურის ნაწილია და არა მხოლოდ შუადღის ხემსი. 

ესპანეთში მოსწავლეთა სადილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ცხიმიანი თევზი, პასტა, სალათი, ხილი დ პური. 

რუმინეთში მინიმალისტური მიდგომაა: მოსწავლეები მიირთმევენ ორცხობილას და აყოლებენ პაკეტის რძეს. 

შვედეთი მოსწავლეებს სთავაზობს კომპოსტოს ან კიტრის სალათს, კარტოფილს, ჩაშუშულ ლობიოს ან კარტოფილის კატლეტებს, ხორცის ბურთულებს წითელი მოცვის სოუსით და უბრალო დესერტს. ასეთი ნაკრები სკანდინავიურად გამოიყურება, უბრალო, მაგრამ იმავდროულად ნოყიერი. 

ფინეთში უპირატესობას ანიჭებენ ცხელ წვნიანს: სქელი ბარდის წვნიანი შებოლილი ხორცით, ღვეზელი ან პუდინგი, რძე და ბოსტნეული ჩვეული სადილია მოსწავლეებისთვის.

ჩეხეთი: სუპ-პიურე, ჩაშუშული ხორცი, ბოსტნეული, კატოფილის კლეცკები და ხილი. 

აზიური სკოლები, კულტურისა და განსხვავებული ბიუჯეტის მიუხედავად, ბრინჯი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც პური სხვა ქვეყნებში: ის განსაზღვრავს კერძის სტრუქტურას, ყველაფერი დანარჩენი კი გარნირია. 

აზიაში ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სინჯავს მრავალფეროვან საკვებს, ამიტომ სასადილოს სადილზე უარს იშვიათად ამბობს. 

იაპონიის მიდგომა თითქმის ეტალონია - ბრინჯს ამატებენ მისოს წვნიანს, დამარინადებულ ან ცოცხალ ბოსტნეულს, ხშირად თევზსა და ტოფუს, გამომშრალ წყალმცენარეებს და აუცილებლად, პაკეტის რძეს. ასეთი სადილი მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ ჯანსაღი და დაბალანსებულია. 

სამხრეთ კორეაში სადილი ბრინჯისა და კიმჩის ნაზავია. მჟავე და ცხარე კომბოსტო - ულუფის აუცილებელი ნაწილია, რომელსაც ემატება სოიოს პასტა, რაგუ და ხილი. 

სინგაპური: ტრადიციულად ბრინჯს ჩაშუშულ ხორცს, სალათსა და ხილს უმატებენ: მინიმალური ესთეტიკა, მაქსიმალური სარგებელი. 

ამერიკულ სკოლებში კვების მხრივ სხვაობა უზარმაზარია - მენიუ დამოკიდებულია შტატზე, ბიუჯეტსა და საკვების მიმწოდებელზე. 

  • ჩრდილოეთ კაროლინაში მოსწავლეებს სთავაზობენ ლობიოს კერძს ტორტილას სალათთან ერთად და ხილს.
  • ოჰაიოში სადილში შედის ჰოთ-დოგი, სალათი, ორცხობილა, ხილის ჟელე და რძე - მარტივი და იაფი კერძების ნაკრები. 
  • ვაშინგტონის შტატში მენიუ გაცილებით მდიდარია: სალათი, მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი ქათამი, კარტოფილი პიურეთი, პური და დესერტად პუდინგი.

ასეთი სხვაობა მარტივად აიხსნება: კვების სისტემა დეცენტრალიზებულია, ამიტომ ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელმა კონტრაქტორმა მოიგო ტენდერი და როგორია სკოლის კონტროლი. 

ლათინური ამერიკა

ბრაზილიასა და კოლუმბიაში სასკოლო სადილი ხშირად ერთნაირად გამოიყურება: ბრინჯი, ლობიოს ჩაშუშული, სალათი და ცოტაოდენი ხილი. ეს პრაქტიკული არჩევანია იმ რეგიონებისთვის, სადაც პარკოსნები ცილის ხელმისაწვდომი წყაროა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება