| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჭადრაკი ერთ-ერთი საყვარელი საგანია, ხალისით ეუფლებიან საჭადრაკო ოსტატობას და კონკურსებშიც წარმატებით მონაწილეობენ.
„უძველესი დროიდან მოყოლებული ჭადრაკი ბრძენთა საყვარელ გართობად მიიჩნეოდა. დღეს სრულყოფილი, მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებაში მის სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ფუნქცია აქვს დაწყებითი საფეხურის მისიისა და მიზნების რეალიზებაში. აქ აქცენტირებულად მუშავდება ფუნქციურ-კომპონენტური უნარები, რომელთა აქტუალიზებაც ხელს უწყობს სხვა საგნების სწავლებასაც. რამეთუ, იგი ავითარებს ისეთი უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა და ხასიათი/ნება/წრთობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამ დიდებულ საქმეს ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ჩვეული შემართებით უძღვება პედაგოგი ასმათ მუმლაძე. იგი თავის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ოლიმპიადებში.
წელს, მოსწავლეთა მესამე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მუნიციპლაურ ტურში პირველი ადგილი მოიპოვეს.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ასმათ მასწავლებელსა და მის პატარა მოჭადრაკეებს ღირსეულ გამარჯვებას. გვჯერა, მომავალშიც ბევრჯერ ასახელებენ თავიანთ მე-2 სკოლასა და ქალაქს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა