| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მოსწავლეთა მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, მე-8 კლასში განხორციელებული საინტერესო პროექტი - „ჩვენი შემოქმედება“, რომელმაც მოსწავლეთა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.
ხელოვნების პედაგოგ მაია აბულაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი ნამუშევრები: დახატეს, მოქარგეს, მოქსოვეს, გამოძერწეს, შექმნეს ლამაზი დეკორატიული ნივთები. თითოეულ ნამუშევარში ჩანდა მათი ფანტაზია, შრომა და შემოქმედებითობა.
„მოსწავლეებმა გამოაჩინეს, რომ ისინი მართლა ნიჭიერი და შემოქმედებითი არიან“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტი კიდევ უფრო გაალამაზა სიმღერამ და ცეკვამ.
პროექტს ესწრებოდნენ მასწავლებლები და სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა