სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წყალი სიცოცხლის სათავეა“ - მასშტაბური პროექტი და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
15-04-2026
-
+


თანამედროვე სამყაროში, სადაც გარემოს დაცვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა, სკოლას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება - აქ ბავშვები პირველად ეცნობიან ბუნების მნიშვნელობას და სწავლობენ მის გაფრთხილებას; ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ პრაქტიკული აქტივობებით ამყარებს მათ ეკოლოგიურ ცნობიერებას.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა ამ კუთხით უდავოდ დგას მოწოდების სიმაღლეზე და შედეგად მოსწავლეები ყალიბდებიან პასუხისმგებლიან მოქალაქეებად.

ამის დასტურია შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი პროექტი „წყალი სიცოცხლის სათავეა“, რომელიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

აქტივობაში V და VI კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, ხოლო ორგანიზატორები გახლდნენ ბუნებისმეტყველების პედაგოგი ქეთევან ხუციშვილი, გეოგრაფიის პედაგოგი ნანა გახოკიძე და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ეკატერინე ჩიტაური.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია წყლის მნიშვნელობის შესახებ, იმსჯელეს მისი დაზოგვისა თუ დაცვის გზებზე და შექმნეს მრავალფეროვანი თემატური ნამუშევრები. მათ მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები და ციფრული რესურსები ნათლად ასახავდა როგორც მათ ცოდნას, ასევე შემოქმედებით და კვლევით უნარებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეებმა საკუთარი იდეები წარმოადგინეს სხვადასხვა ფორმით - პრეზენტაციებით, ვიზუალური ნამუშევრებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი მასალებით, რამაც აქტივობას განსაკუთრებული დინამიკა და მრავალფეროვნება შესძინა.

შედეგად, ბავშვებმა არა მხოლოდ გაიღრმავეს ცოდნა წყლის, როგორც უმნიშვნელოვანესი რესურსის შესახებ, არამედ გააცნობიერეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

აღნიშნული პრეზენტაცია გახლავთ კიდევ ერთი თვალსაჩინოება, რომ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში საგანთა შორის ინტეგრაცია წარმატებით დანერგილი პრაქტიკაა - მოსწავლეები ერთ საკითხს მრავალმხრივად იკვლევენ, რაც მათ ცოდნას უფრო ღრმასა და პრაქტიკულს ხდის. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს არა მხოლოდ თემის უკეთ გააზრებას, არამედ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას, რაც საბოლოოდ სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და შედეგიანს ხდის.

პროექტის დასასრულს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკატერინე ჩიტაურმა,  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარმატება უსურვა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და აქტიური მონაწილეობისათვის და სიგელები გადასცა.
 
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი და თბილი ჟესტი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, აძლიერებს მათი შრომისმოყვარეობას და ახალისებს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ სასკოლო პროექტებსა თუ შემოქმედებით საქმიანობაში.
 
„ვულოცავთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებით განხორციელებულ პროექტს. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ბავშვებმა გარემოსდაცვითი საკითხები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის სწორ გამოყენებასთან დააკავშირეს. ეს არის გზა, რომელიც სწავლას უფრო აზრიანს, შემოქმედებითსა და შედეგიანს ხდის. გვჯერა, მსგავსი ინიციატივები მომავალშიც არაერთ სასარგებლო და მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება