| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა სპორტის საერთაშორისო დღე.
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ სპორტი არა მხოლოდ შეჯიბრება, არამედ ერთიანობაა.
„სპორტი არის ჯანმრთელობის, სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლო. ის გვასწავლის მიზნისკენ სწრაფვას, დისციპლინას და გუნდურ მუშაობას. გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ამ დღის აღნიშვნით კიდევ ერთხელ გვახსენებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრება, ჯანსაღი ჩვევები და ბავშვობიდანვე სპორტთან მეგობრობა.
გილოცავთ სპორტის საერთაშორისო დღეს!
ივარჯიშეთ, იაქტიურეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა