სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ექთანმა მე-10 კლასელებისთვის სამედიცინო ბიოლოგიის გაკვეთილზე მედიკამენტების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა
07-04-2026
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სამედიცინო ბიოლოგიას დიდი ინტერესით სწავლობენ. საგანს პედაგოგი ნუნუ რაფავა უძღვება.

3 აპრილს, მე-10 კლასში სამედიცინო ბიოლოგიის გაკვეთილზე სკოლის ექთანმა, ხათუნა ქარსელაძემ, ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე - მედიკამენტები (სტეროიდები და არასტეროიდები).

სკოლის ექთანმა მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა თუ რა არის წამალი, როგორ მოქმედებს იგი ადამიანის ორგანიზმზე და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი სწორად და პასუხისმგებლიანი გამოყენება.

პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად განიხილეს მედიკამენტის ფორმები, მათი ტიპები, შეყვანის გზები და სწორი დოზირების მნიშვნელობა. ასევე შეეხნენ სტეროიდულ და არასტეროიდულ მედიკამენტებს, მათ შორის არსებულ განსხვავებებსა და გამოყენების თავისებურებებს.

„დღეს მედიკამენტები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თუმცა მათი არასწორი მოხმარება სერიოზულ პრობლემებს იწვევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს: როდის უნდა მივიღოთ წამალი, რა დოზით და რატომ არ არის რეკომენდებული თვითნებურად მისი გამოყენება.

პრეზენტაციის მიზანი იყო ცოდნის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება, რათა ყველამ უკეთ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და მადლობას უხდიან ექთანს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება