სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა გუნდი მეწარმეობის ყოველწლიური სასკოლო ფესტივალის გამარჯვებულია 
06-04-2026
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

4 აპრილს, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ელენე ნასარაიამ, ანასტასია მოლაშხიამ და სერგი ორმოცაძემ (ხელმძღვანელი: ინგა მართალიშვილი) მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია „Junior Achievement Georgia“-ს (JA Georgia) სამეწარმეო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ მეწარმეობის ყოველწლიურ სასკოლო ფესტივალში.

სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ - SafeWave, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილ საუკეთესო ხუთეულში გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ნომინაციაში - „წლის საუკეთესო პროდუქტი“ - გაიმარჯვა.

SafeWave წარმოადგენს ინოვაციურ ტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც მცირე ზომის საზღვაო ხომალდების უსაფრთხოების მონიტორინგისთვის შეიქმნა.

პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც GPS მოდულისა და SOS ღილაკის მეშვეობით, კრიზისულ სიტუაციაში უზრუნველყოფს მაშველებისთვის დაშიფრული კოორდინატების ოპერატიულად (წამებში) გადაცემას.

პროექტი პასუხობს საზღვაო ინციდენტების დროს კავშირის წყვეტისა და ლოკაციის ზუსტი განსაზღვრის კრიტიკულ პრობლემას.

მოპოვებული გამარჯვების საფუძველზე, ფინალურ ეტაპზე მოსწავლეთა კომპანია SafeWave ევროპის მოსწავლეთა კომპანიების საერთაშორისო ფესტივალის საგზურისთვის იასპარეზებს.

ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული ქვეყნის სახელით მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ „სამეწარმეო განათლების ფესტივალში“, რომელიც წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 4-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება