| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში გაკვეთილების შემდეგ, დრო დატვირთულია საინტერესო აქტივობებით.
ერთის მხრივ, მიმდინარეობს , ქართული ენის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საკონკურსო ნაშრომების დამზადება. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საკონკურსო წიგნების/პოსტერების დამზადებაში, კალიგრაფიის კონკურსში.
„ჩვენი მოსწავლეები გამოირჩევიან აქტიურობით, შემოქმედებითი უნარებითა და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათთვის შეთავაზებული ნებისმიერი საინტერესო აქტივობა, იქნება კარგად ორგანიზებული, დამუშავებული და კონკურსზე გატანილი.
დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებმა გარკვეული შეფასება/დაფასება
მიიღოს, რაც იქნება დიდი მოტივაცია/სტიმული, ნებისმიერი სხვა არაფორმალური სწავლების თუ ღონისძიების ჩატარებისა, ან მონაწილეობის მიღებისა“, - აღნიშნავს ქართული ენის მასწავლებელი მ. ვახტანგიშვილი.
მეორეს მხრივ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის - ს.ხითარიანის ხელმძღვანელობით ემზადებიან სააღდგომო ღონისძიების ჩასატარებლად.
„ლექსები, ციტატები, სიმღერები და საინფორმაციო ტესტები იქნება ჩვენი ღონისძიების მთავარი აქტივობები. ასევე წარმოვადგენთ სააღდგომო ატრიბუტებს და ვისაუბრებთ მათ მნიშვნელობაზე“, - ამბობს მასწავლებელი.
ღონისძიებას დაესწრებიან მშობლები და პედაგოგები.
ამ ყველაფრის თანამიმდევრულად, კიროვაკანის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა ბილინგვურ სწავლებას, სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში.
აღნიშნულ პროექტში ჩართული მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად ატარებენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას, ეუფლებიან ორენოვან სწავლებას (სომხური- ქართული ), ქმნიან რესურსებსა და ემზადებიან საზაფხულო შემეცნებითი ექსკურსიებისთვის.
ყველა ზემოთ აღნიშნულში ჩართულია სასკოლო საზოგადოება და დირექტორი პ. აკოპიანი, რომელიც ცალსახად არის ყველა იდეის მხარდამჭერი და ხელშემწყობი.
ასეთია კიროვაკანის საჯარო სკოლაში მიმდინარე მეორე სემესტრი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიუობით წარიმართა
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა