| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N219 საჯარო სკოლაში სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი წახალისებულია.
30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეული გაიმართა (მასწავლებლები: ი.არაბული და ნ.მარღიშვილი).
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის კვირეული მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობისა და სპორტისადმი ინტერესის გაზრდას.
მოსწავლეები კვირეულში აქტიურად, დიდი ინტერესით ჩაერთნენ
მათი დევიზი იყო: „მოძრაობა სიცოცხლეა!“, „სპორტი – ჯანმრთელობისთვის!“, „მწვანე შუქი ჯანსაღ ცხოვრებას!“, „აქტიური ცხოვრება - უკეთესი მომავალი!“.
კვირეულის მიზანი იყო არა მარტო ფიზიკური გაკაჟება, სწორი კვების პრინციპების გაცნობა და მოძრაობითი უნარების განვითარება, არამედ მოსწავლეები გასცნობოდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამოჩენილი სპორტსმენების მიღწევებს და ქართული სპორტის ლეგენდებს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „მხიარულ სტარტებში“, რომლებსაც ეხმარებოდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მე-7 კლასის მოსწავლეებმა (ნ.სუხიტაშვილი, მ.ჭინჭარაული, ფ.გაგნიძე, თ.პარასკევოვა) წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ძველი ქართული ტრადიციული თამაშები“.
მე-9 კლასის მოსწავლე დ. ღვინიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამოყვარულო და პროფესიონალური კრივის წარმატებული სპორტსმენები, თამაშის წესები და ტრადიციები. მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიმოიხილეს ქართული ფეხბურთის ისტორია, მათ ისაუბრეს ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე, მათ წარმატებებზე, ფეხბურთელებზე რომლებმაც საქართველოს სახელი წლების წინ მსოფლიოს გააცნეს. ფეხბურთელებზე რომლებმაც დაწერეს თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორია, რომლებიც ევროპის ტოპ-ლიგებში და ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავენ, გამოირჩევიან მაღალი ტექნიკითა და ლიდერული თვისებებით.
„მადლობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს, ასევე მონაწილე მოსწავლეებს კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს და ჩვენს სკოლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა