| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე გვახსენებს, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია და სწორედ ამ განსხვავებულობაშია მათი უნიკალურობა.
სწორედ მათ უნიკალურობაზე პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრეს სკოლაში და აუტიზმის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მათ არ სჭირდებათ შეცვლა - მათ სჭირდებათ მიღება, სიყვარული, მოთმინება და მხარდაჭერა,რადგან როცა ბავშვი გრძნობს, რომ მას იღებენ ისეთად, როგორიც არის - ის იწყებს გაბრწყინებას. „დღეს და ყოველდღე, ვიყოთ უფრო კეთილები, უფრო გამგები და უფრო მხარდამჭერები. ყველა ბავშვი იმსახურებს სიყვარულს, ადგილს საზოგადოებაში და ბედნიერ ბავშვობას“,- აღნიშნეს პრეზენტატორებმა.
საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და წარადგინეს სკოლის მე- 6 კლასის მოსწავლეებმა, ელენე შუკვანმა და ნინი ქვარცხავამ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიუობით წარიმართა
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა