| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ტიციან ტაბიძის დაბადების დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.
ამ ღისშესანიშნავი დღის აღსანიშნად სკოლაში ტიციან ტაბიძისა და ბორის პასტერნაკის შემოქმედებითი საღამო მოეწყო.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები „მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტების იმ რთულ გზაზე, რომელიც მათ საბჭოთა რეჟიმისა და მძიმე პოლიტიკური ეპოქის პირობებში განვლეს. სწორედ ამ ფონზე უფრო ნათლად გამოჩნდა, რამდენად ფასდაუდებელი იყო მათი მეგობრობა - ურთიერთობა, რომელიც სცდებოდა ლიტერატურულ ინტერესებს და ნამდვილ ადამიანურ თავგანწირვას ეფუძნებოდა.
ბავშვების მიერ წაკითხულმა ლექსებმა და პირადმა მიმოწერამ დამსწრე საზოგადოებას აჩვენა, რომ შემოქმედებითი თავისუფლებისა და მეგობრული მხარდაჭერისთვის საზღვრები და დაბრკოლებები არ არსებობს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - თამილა ირემაძემ და ციცინო გობაძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა